logo_geo
აფხაზეთის ყოფილი დე ფაქტო მინისტრი ფიქრობს, რომ ლეონარდო და ვინჩის დედა აფხაზი იყო
- +

29 აგვისტო. 2018. 14:41

 

 

აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის ყოფილი საგარეო საქმეთა მინისტრი ვიაჩესლავ ჩირიკბა, საკუთარ წიგნში ლეონადრო და ვინჩის დედის შესახებ წერს, რომ ის აფხაზი იყო.

 

„ერთხელ ტელევიზიით მოვისმინე, რომ და ვინჩის დედა მონა იყო აღმოსავლეთიდან. ძალიან დამაინტერესა ამ საკითხმა, ვიფიქრე, რომ ჩვენ ძალიან მჭიდრო კავშირები გვქონდა იტალიასთან. აზრი გამიჩნდა, რომ ის შესაძლოა აფხაზეთიდან ან ჩერქეზეთიდან ყოფილიყო. ერთ-ერთ წიგნში წავიკითხე აფხაზ ეკატერინეზე, რომელიც ფლორენციაში ცხოვრობდა და მონა იყო, ნოტარიუსის სახლში ცხოვრობდა. ლეონარდო და ვინჩის მამაც ნოტარიუსი იყო. ეკატერინე მის სახლში ლეონარდო და ვინჩის დაბადებამდე სამი წლით ადრე გადავიდა", - თქვა ჩირიკბაბ რადიოსთან ინტერვიუს დროს.

 

 

 

 

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი