logo_geo
როგორ განვაგრძოთ ცხოვრება, არწივის მაგალითზე
- +

3 სექტემბერი. 2018. 03:51

 

40 წლის ასაკში, არწივის ბრჭყალები ძალიან გრძელი და მოქნილი ხდება, რის გამოც მას აღარ შეუძლია მსხვერპლის დაჭერა. მისი ნიკარტიც საკმაოდ გრძელი და მოხრილი ხდება, რაც მას ჭამაში ხელს უშლის. ფრთებსა და გულ-მკერდზე ბუმბულები უსქელდება, უმძიმდება, რის გამოც ვეღარ დაფრინავს…

 

არწივი დგება არჩევანის წინაშე: ან სიკვდილი, ან ცვლილებების ხანგრძლივი და მტკივნეული პერიოდი, რომელიც 150 დღე გრძელდება.

 

ის მიფრინავს თავის ბუდეში, რომელიც მთის წვერზეა და იქ მანამდე ურტყამს ნისკარტს კლდეზე, სანამ არ გაუტყდება და მოძვრება. შემდეგ ელოდება როდის წამოეზრდება ახალი ნისკარტი, რომლითაც იცლის ბრჭყალებს. როცა ახალი ბრჭყალები ამოსდის, არწივი მათი დახმარებით იშორებს გულ-მკერდზე და ფრთებზე გასქელებულ ბუმბულებს.

 

და მერე, 5 თვიანი ტანჯვისა და ტკივილის შემდეგ, ახალი ნისკარტით, ბრჭყალებითა და ბუმბულით, არწივი ხელახლა იბადება და შეუძლია კიდევ 30 წელი ცოცხლოს.

 

ძალიან ხშირად, იმისათვის, რომ ვიცოცხლოთ, ჩვენ უნდა შევიცვალოთ, ზოგჯერ ამ პროცესს თან ახლავს ტკივილი, შიში და ეჭვები.მხოლოდ წარსული ტვირთისგან გათავისუფლება მოგვცემს სიცოცხლის გაგრძელების, აწმყოთი ტკბობის და საკუთარი თავის მომავლისთვის მომზადების შესაძლებლობას.

 

 

 

 

 

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი