logo_geo
წარმატების წესები პაველ დუროვისგან
- +

5 სექტემბერი. 2018. 23:15

 

 

პაველ დუროვი (დაბ. 1984 წლის 10 დეკემბერს) – რუსი პროგრამისტი, რუსული სოციალური ქსელის «ВКонтакте»-ს ერთ-ერთი შემქმნელი (სხვა დამფუძნებლებს შორის არის ასევე მისი ძმა, ნიკოლაი დუროვი). რფ-ს პრეზიდენტის სტიპენდიის ლაურეატი ლინგვისტიკის, ინფორმატიკის და დიზაინის სფეროში.

 

2011 წლის ოქტომბერში პაველ დუროვი ჟურნალმა Forbes-მა 9 ყველაზე უჩვეულო რუს ბიზნესმენს შორის დაასახელა. შეშლილები, ჯადოქრები და ექსცენტრიულები – ასე დაახასიათეს ისინი.

 

  1. აკეთე ის, რაც მოგწონს– ისწავლე. ასწავლე. განვითარდი. შეიცვალე შინაგანად. ოქროს წესი ამბობს – გააკეთე ის, რაც ჭეშმარიტ სიამოვნებას განიჭებს და შენ გაცილებით ბედნიერი იქნები.
  2. უარი თქვი ნაგავზე, რომელსაც შენ ჭამ, სვამ და ეწევი ყოველდღიურად.
  3. შეისწავლე უცხო ენები– ინტერნეტის რუსულენოვანი მომხმარებელების რაოდენობა შეადგენს 60 მლნ-ს. ინგლისურენოვანი მომხმარებელი კი მილიარდია. ინგლისურის ცოდნა ეს მხოლოდ თავის მოსაწონებელი აღარ არის, ეს უკვე ცხოვრებისეული აუცილებლობაა.
  4. იკითხე წიგნები– ოქროს წესი – იკითხე/მოისმინე როგორც მინიმუმ კვირაში ერთი წიგნი. ეს წელიწადში 50 წიგნია, რაც შეცვლის შენს ცხოვრებას.

    5.
    გაატარე აზრიანად ყოველი დასვენება
  5. დაისახე მიზნები,დააფიქსირე ისინი ფურცელზე, Word-ში ან ბლოგზე – მთავარია რომ ისინი იყოს გარკვეული, გასაგები და გეგმაზომიერი. თუ დაისახავ მიზანს, შეძლებ რომ მას ან მიაღწიო, ან არა. თუ არ დაისახავ, მისი მიღწევის ვარიანტი საერთოდ არ არსებობს.
  6. ისწავლე კლავიატურაზე ბრმად ბეჭდვა– დრო, იმ მცირერიცხოვანი საგანძურის ნაწილია, რაც შენ გაგაჩნია და ბეჭდვა შენ ისევე სწრაფად უნდა შეგეძლოს, როგორც ფიქრი. შენ არ უნდა იფიქრო იმაზე, სად არის განთავსებული საჭირო ასო კლავიატურაზე.
  7. მართე დრო– ისწავლე მართო საქმეები ისე, რომ მათ იმუშაონ ფაქტიურად შენი ჩარევის გარეშე. გადაწყვეტილებები მიიღე სწრაფად, იმოქმედე შეუჩერებლად, არ გადადო სამომავლოდ. ყველა საქმე გააკეთე ან დაავალე ვინმეს.
  8. უარი თქვი კომპიუტერულ თამაშებზე– სოციალურ ქსელში უმიზნო ყოფნასა და სერფინგზე. მინიმუმამდე დაიყვანე სოციალურ ქსელებში კონტაქტი, დაიტოვე ერთი ე.წ. ექაუნთი. გააუქმე სახლში სატელევიზოი ანტენა.
  9. შეეშვი სიახლეების კითხვას– ძირითად საკითხებზე მაინც ყველა ისაუბრებს გარშემო.
  10. მიეჩვიე დილით ადრე ადგომას– პარადოქსი იმაშია, რომ დილის საათებში უფრო მეტს ასწრებ, ვიდრე საღამოს. ადამიანისთვის 7 საათი ძილი საკმარისია, ნორმალური ფიზიკური დატვირთვისას და ნორმალური კვების პირობებში.
  11. შეეცადე შემოიკრიბო – წესიერი, კეთილსინდისიერი, გახსნილი, ჭკვიანი და წარმატებული ადამიანები.
  12. დაკავდი სპორტით– კლდეზე ცოცვა, ველოსიპედი, ფეხბურთი, სირბილი, ცურვა, ფუნქციონალური ვარჯიშები – ადამიანის საუკეთესო მეგობრები არიან, რომელსაც უნდა დაიბრუნოს სხეულის ტონუსი და მიიღოს ენდორფინების გაჯანსაღება. დაივიწყე ლიფტი.
  13. აკეთე უჩვეულო რამ– შედი იქ, სადაც არასოდეს ყოფილხარ, სამსახურში სხვა გზით იარე, გაერკვიე პრობლემაში, რომელზეც არაფერი იცი. გამოდი „კომფორტის ზონიდან“, გააფართოვე შენი ცოდნა და ხედვის არეალი. გადაანაცვლე ავეჯი სახლში, შეიცვალე გარეგნობა, ვარცხნილობა და იმიჯი.
  14. გათავისუფლდი ზედმეტისგან.
  15. დაივიწყე იმის შესახებ, რაც წარსულში იყო– წარსულიდან მხოლოდ გამოცდილება, ცოდნა, კარგი ურთიერთობები და დადებითი ემოციები წამოიღე.
  16. ნუ გეშინია– გადაულახავი წინააღმდეგობები არ არსებობს. ყველა ეჭვი მხოლოდ შენს თავშია. საჭირო არ არის მეომარი იყო, საკმარისია დაინახო მიზანი, გადალახო წინააღმდეგობა და იცოდე, რომ შენ მიაღწევ მიზანს ყოველგვარი წარუმატებლობის გარეშე.

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი