logo_geo
ვინ უნდა გადაიხადოს ფული პაემანზე - რჩევა
- +

7 სექტემბერი. 2018. 12:15

 

 

პაემანზე სხვისთვის ფულის გადახდა - ეს მასზე ზრუნვის ნიშანია თუ მეორე ადამიანზე ბატონობის სურვილი? ჩვენ დროში ეს ზუსტად აღარავინ იცის. #MeToo-ს ეპოქაში კი ყველაფერი კიდევ უფრო გართულდა, -  წერს „The Wall Street Journal“.

 

„საყოველთაოდ მიღებული „პაემნებზე ქცევის სცენარი“ აღარ არსებობს. ბევრი ქალი ცდილობს, ფული თავად გადაიხადოს, რითაც კაცებს საგონებელში აგდებს: რა არის ეს, გულწრფელი შეთავაზება თუ რიტუალის ელემენტი, რომელიც პაემანზე უნდა გაითამაშო?“ - ნათქვამია სტატიაში.

 

ავტორი წერს: „მართალია, ამას არავინ აღიარებს, მაგრამ ჩვენს დროშიც კი, კაცებსაც და ქალებსაც დისკომფორტს უქმნის ის, რომ პაემანის დროს ფულის გადახდას ქალი ცდილობს. ზოგჯერ, კაცების აზრით, ქალის მზადყოფნა, გადაიხადოს, იმის ნიშანია, რომ მას ამ კაცთან რომანტიკული ურთიერთობა არ სურს. ბევრი ქალი, მათ შორის ყველაზე დამოუკიდებელიც კი, ფიქრობს, რომ როდესაც კაცი აძლევს მას პაემანზე ფულის გადახდის უფლებას, ჯენტლმენი არ არის და მასთან ურთიერთობას არასერიოზულად უყურებს“.

 

გაზეთი ექსპერტის რჩევებსაც აქვეყნებს:

 

  1. პაემანის ხარჯები გრანდიოზული არ უნდა იყოს. ეს ქმნის არასწორ კონტექსტს და ხარჯებს შორის სხვაობის გამო უხერხულობებს, რასაც შემდეგ გაუგებრობები მოსდევს.

 

  1. არასდროს გადაიხადოთ ფული ერთობლივად. თანხას ერთობლივად იხდიან მეგობრები და არა შეყვარებულები. ფული გადაიხადეთ თანმიმდევრობით, ამით ხაზს გაუსვამთ, რომ ერთმანეთზე ორივე ზრუნავთ.

 

  1. ფული პაემანზე გადაიხადოს მან, ვინც დაპატიჟების ინიციატორია. თუკი ეს ქალია, მაშინ მას შეუძლია კაცისთვის იმის ახსნა, რომ ამჯერად ის იხდის, რადგან დაპატიჟების იდეა მას ეკუთვნის. ამით იმის ხაზგასმაც ხდება, რომ ეს გამონაკლისია.

 

  1. პაემანის მეორე დღეს ისევ გამოხატეთ მადლიერება, რითაც მიანიშნებთ პარტნიორს, რომ მასთან შეხვედრა ისევ გსურთ.

 

 

big_banner
არქივი