logo_geo
შუახნის ადამიანებს კვირაში ორი დღე ალკოჰოლის მიღებაზე უარის თქმას ურჩევენ
- +

10 სექტემბერი. 2018. 19:38

დიდი ბრიტანეთის საზოგადოებრივი ჯანდაცვის სააგენტოს აღმასრულებელი დირექტორი დუნკან სელბი შუახნის ბრიტანელებს მოუწოდებს, რომ კვირის განმავლობაში ორი დღე ალკოჰოლის მიღებაზე სრულად თქვან უარი. ამის შესახებ ინფორმაციას BBC ავრცელებს.

 

ამასთან დაკავშირებით ბრიტანეთში ახალი კამპანია „ალკოჰოლისგან თავისუფალი დღეები“ დაიწყო, რომლის სამიზნე ჯგუფიც 45-იდან 65 წლამდე ასაკობრივი კატეგორიაა. როგორც BBC წერს, ეს ასაკობრივი ჯგუფი სხვებთან შედარებით კვირის განმავლობაში სტანდარტულზე მეტ ალკოჰოლს მოიხმარს.

 

ექიმების თქმით, კვირის განმავლობაში „ალკოჰოლისგან თავისუფალი დღეების“ დაცვა, გააუმჯობესებს ძილს, ადამიანებს წონის დაკლებაში დაეხმარება, ასევე შემცირდება მაღალი არტერიული წნევისა და კიბოს განვითარების რისკი.

 

 

 

 

big_banner
არქივი