logo_geo
მთელი მსოფლიოს უძრავი ქონების ფასმა 280 ტრილიონ დოლარს გადააჭარბა
- +

10 სექტემბერი. 2018. 21:56

 

 

მსოფლიოს უძრავი ქონების მთლიანმა ღირებულებამ რეკორდულ მაჩვენებელს, კერძოდ კი 280,6 ტრილიონ დოლარს მიაღწია.

 

საკონსულტაციო კომპანია Savills-ის მონაცემებით, 2018 წლის დასაწყისისთვის ეს მაჩვენებელი 6%-ით გაიზარდა.

 

ანალიტიკოსების შეფასებით, მსოფლიოში ყველა საცხოვრებელი სახლის საერთო ღირებულება ამ დროისთვის 220.6 ტრილიონი დოლარია, კომერციული ფართის ფასი 33,3 ტრილიონი დოლარია.

 

გაყიდული საცხოვრებელი სახლების ყველაზე დიდი წილი-44% ჩრდილოეთ ამერიკისა და ევროპის განვითარებულ ბაზრებზე მოდის.

 

 

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი