მსოფლიოს უძრავი ქონების მთლიანმა ღირებულებამ რეკორდულ მაჩვენებელს, კერძოდ კი 280,6 ტრილიონ დოლარს მიაღწია.
საკონსულტაციო კომპანია Savills-ის მონაცემებით, 2018 წლის დასაწყისისთვის ეს მაჩვენებელი 6%-ით გაიზარდა.
ანალიტიკოსების შეფასებით, მსოფლიოში ყველა საცხოვრებელი სახლის საერთო ღირებულება ამ დროისთვის 220.6 ტრილიონი დოლარია, კომერციული ფართის ფასი 33,3 ტრილიონი დოლარია.
გაყიდული საცხოვრებელი სახლების ყველაზე დიდი წილი-44% ჩრდილოეთ ამერიკისა და ევროპის განვითარებულ ბაზრებზე მოდის.