logo_geo
ყავის ახალი დადებითი თვისებები სახელდება
- +

12 სექტემბერი. 2018. 23:24

 

პორტუგალიელი მეცნიერები მივიდნენ დასკვნამდე, რომ ყავა იმ ადამიანების ნაადრევი სიკვდილის რისკს ამცირებს, რომლებსაც თირკმელები აწუხებთ. ამის შესახებ სტატიას ჟურნალი Nephrology Dialysis Transplantation-ი აქვეყნებს.

 

კვლევაში, რომელიც 1999 წლიდან 2011 წლამდე ტარდებოდა, 4863 ადამიანმა მიიღო მონაწილეობა, რომლებსაც თირკმლის უკმარისობა ჰქონდათ. მეცნიერები მათ მიერ დღის განმავლობაში მიღებული კოფეინის მოქმედებას აფასებდნენ ჩაიდან, ყავიდან და არაალკოჰოლური სასმელებიდან.

 

მონაწილეებიდან 60 თვის განმავლობაში 1283 მონაწილე გარდაიცვალა. ამასთან, მათ, ვინც კოფეინის დიდ დოზას იღებდა (დღე-ღამეში 213,5 მილიგრამზე მეტს) გარდაცვალების რისკი 22%-ით შეუმცირდათ.

 

მსგავსი კვლევის დასკვნა ამერიკელმა მეცნიერებმაც მიიღეს, რომლის თანახმადაც სიკვდილის საფრთხეს ყოველდღიურად 6 ჭიქა ყავა ამცირებს.

წყარო : wyaro
big_banner
არქივი