logo_geo
ფსიქოლოგებმა სხვის ნაცვლად უხერხულად ყოფნის მიზეზები განმარტეს
- +

14 სექტემბერი. 2018. 02:06

 

 

ცხოვრებაში ერთხელ მაინც ყველას გამოგვიცდია განცდა, როცა ახლობელი ადამიანის ნაცვლად გვრცხვენია. მაგალითად, თქვენი პარტნიორი თქვენს მეგობრებთან ხუმრობს და ამ ხუმრობაზე არავის ეცინება. ფსიქოლოგმა ფრიდერ პაულიუსმა გამოცემა Sueddeutsche Zeitung-თან ინტერვიუში ამ განცდის წარმომშობ მიზეზებზე ისაუბრა.

 

„ჩვენ ახლობელი ადამიანის საქციელის მიმართ უხერხულობას ვგრძნობთ იმავე მიზეზით, რა საფუძვლითაც შეგვრცხვებოდა საკუთარი საქციელის გამო. ანუ იმის გამო, რაც მოხდა და რაც არ შეესაბამება ჩვენს წარმოდგენებს. ჩვენ ვიზრდებით კონკრეტული მორალური ღირებულებების გარემოცვაში და ჩვენი უხერხულობაც სწორედ ამ ღირებულებებიდან გადახვევაშია “, - ამბობს ფსიქოლოგი.

 

იმისთვის რომ სხვის გამო უხერხულობა იგრძნოთ აუცილებელია ეს მოქმედება საჯაროდ ხდებოდეს, ანუ თქვენთვის მნიშვნელოვანია რას ფიქრობს სხვა.

 

„ჩვენ გვეშინია, რომ საზოგადოების მიერ უარყოფითი შეფასება ჩვენს რეპუტაციასაც ავნებს. ამ დროს ახლობელი ადამიანი ხშირად საკუთარ პერსონადაც ასოცირდება“, - განმარტავს პაულიუსი.

 

 

big_banner
არქივი