კანადელმა მეცნიერებმა მონრეალის უნივერსიტეტიდან დაასკვნეს, რომ ქალებში, რომლებიც ღამით მუშაობენ სარძევე ჯირკვლის სიმსივნის რისკი იზრდება. ამის შესახებ „MedicalXpress“-ში გამოქვეყნებულ პრესრელიზშია ნათქვამი.
კვლევაში 13 ათასმა ქალმა მიიღო მონაწილეობა ავსტრალიიდან, კანადიდან, საფრანგეთიდან, გერმანიიდან და ესპანეთიდან. მათი საშუალო ასაკი 55-59 წელი იყო. მათ 6,1%-ს სარძევე ჯირკვლის კიბოს დიაგნოზი დაუსვეს.
ჩატარებული გამოკითხვით გაირკვა, რომ კეთილთვისებიანი სიმსივნის ესტროგენ რეცეპტორების (ER) და HER2-ის რაოდენობა ღამის საათებში იზრდებოდა. ამდენად, ქალებში, რომლებიც შუაღამიდან სამი საათის განმავლობაში მუშაობენ, კიბოს რისკი 12%-ით იზრდება, კვირაში სამჯერ ღამის 10-საათიანი ცვლის შემთხვევაში კი - 80%-ით.
ამასთან, ეს მაჩვენებელი ნორმაში მხოლოდ ღამის ცვლიდან წასვლის შემდეგ 2 წელიწადში დგება. მეცნიერების თქმით
მკვლევარები ამ კავშირს ცერკადული რიტმის და კიბოს საწინააღმდეგოდ მოქმედი ჰორმონის, მელატონინის სეკრეციის დარღვევით ხსნიან.