logo_geo
მეცნიერებმა დაბინძურებული ჰაერის ნაწილაკები ორსულების პლაცენტაშიც აღმოაჩინეს
- +

17 სექტემბერი. 2018. 17:37

 

 

მეცნიერებმა დაბინძურებული ჰაერის ჯანმრთელობისთვის საშიში ნაწილაკები ორსული ქალების ფილტვების გარდა, უკვე მათ პლაცენტებშიც აღმოაჩინეს. დედოფალ მერის სახელობის ლონდონის უნივერსიტეტის მეცნიერებმა ახალი კვლევა ევროპის რესპირაციული საზოგადოების (ERS) საერთაშორისო კონგრესზე წარადგინეს.

 

კვლევაში მონაწილეობდა 5 ბრიტანელი ორსული. მათ პლაცენტაში ატმოსფერულ ჰაერში შემავალი ჭვარტლის მყარი ნაწილაკები აღმოაჩინეს.

 

არაა აუცილებელი, რომ ამ მავნე ნაწილაკებმა უშუალოდ ჩანასახამდე მიაღწიოს, რათა ბავშვს ზიანი მიადგეს. პლაცენტის დაბინძურება უკვე ნიშნავს იმას, რომ ბავშვზე ეს უარყოფითად აისახება“, - ამბობს კვლევის ხელმძღვანელი, ნორის ლიუ.

 

პლაცენტა ნაყოფსა და დედის ორგანიზმს ერთმანეთთან აკავშირებს. ნაყოფი დედის ორგანიზმიდან მისით იღებს ჟანგბადს, საკვებსა და სხვა საჭირო ნივთიერებებს, მას კი გადასცემს ნახშირორჟანგსა და დაშლის პროდუქტებს. თვით პლაცენტაში ხდება იმ ნივთიერებათა სინთეზი, რომლებიც აუცილებელია როგორც ნაყოფისთვის, ისე დედის ორგანიზმისათვის. პლაცენტა არეგულირებს ნივთიერებათა შეღწევას ნაყოფში; მაგრამ ნაყოფისა და დედის სისხლი არასდროს ერევა.

 

 

 

big_banner
არქივი