logo_geo
ლუდისგან მიღებული „ჯანმრთელობის 15 ბენეფიტი“
- +

18 სექტემბერი. 2018. 23:56

 

 

მომენტი, როცა კათხის აწევის სურვილი გაგიჩნდებათ!

მეცნიერების ღმერთებს უთქვამთ! ლუდის ზომიერად სმა თქვენი ჯანმრთელობისთვის სასარგებლოა. ქვემოთ მოყვანილი, 15 ფაქტი ცხადყოფს, თუ რატომ არ უნდა იგრძნოთ ცუდად თავი მას მერე, თუ შანსი გეძლევათ, სტრესული დღის დასრულების შემდეგ, ცივი ლუდის ბოთლი გახსნათ.

ლუდი კარგია გულისთვის


ბევრმა კვლევამ აჩვენა, რომ ლუდის მოხმარებას გულის იშემიური დაავადებების რისკის შემცირება შეუძლია. რადგან ლუდი სისხლზე მცირე გავლენას ახდენს, ის ამცირებს კოლტების ჩამოყალიბებას, რომელმაც კორონარულ არტერიაში შესაძლოა ბლოკირება გამოიწვიოს. ლუდის ასევე ამცირებს ანთების რისკსაც, რაც პოტენციურად ათეროსკლეროზის გამომწვევია.

ლუდი წონის კლებას უწყობს ხელს


Oregon State Univerity-ს მიერ ჩატარებული კვლევა აჩვენებს, რომ ლუდი შეიცავს ქსანთოჰუმოლს, ქიმიურ ფლავონოიდს, რომელიც წონას ამცირებს და აგრეთვე ხელს უწყობს ქოლესტერინის დონის შემცირებას.

ლუდი აუმჯობესებს ქოლესტერინის დონეს


ლუდი ხელ უწყობს ლიპროპროტეინის დონის ამაღლებას, რომელიც ქოლესტერინის კარგი სახეობაა და არტერიებში თრომბოციტის დაგროვებისგან გიცავს. ლუდში დიდი რაოდენობით ბოჭკოვანაა, რაც ამცირებს LDL ქოლესტერინს - ცუდი სახის ქოლესტერინს.

ლუდი ხელს უწყობს კუჭ-ნაწლავის უკეთესს ფუნქციონირებას


ლუდის ერთი ჩვეულებრივი ბოთლი, ბოჭკოვანას რეკომენდირებული რაოდენობის 20%-ს შეიცავს, რაც კუჭ-ნაწლავის უკეთესად ფუნქციონირებას უზრუნველყოფს.

ლუდს კიბოს რისკი მინიმალურ დონემდე დაჰყავს

ქსანთოჰუმოლი - ანტიოქსიდანტი, რომელიც ლუდში არის აღმოჩენილი, დიდ როლს თამაშობს კიბოს პრევენციაში. ლუდი აგრეთვე პოლიფენოლის კარგი წყაროა, რომელიც პრევენციასა და კიბოს მკურნალობას ეხმარება.

ლუდი აჯანსაღებს მენტალურ ჯანმრთელობას

კვლევების მიხედვით, ლუდს შეუძლია ტვინი დაიცვას ისეთი ნეიროდეგენერაციული დაავადებებისგან, როგორიც არის პარკინსონი და ალცჰაიმერი. ლუდის სმა აგრეთვე ზრდის დოპამინის რაოდენობას, რის შედეგადაც თავს უფო მშვიდად და მოდუნებულად გრძნობთ.

ლუდი აუმჯობესებს მხედველობას

ფერმენტები და ანტიოქსიდანტები, რომლებიც ლუდშია აღმოჩენილი, იცავს თვალს მიტოქონდრიული დაზიანებისგან. University of Western Ontario-ის მიერ ჩატარებული კვლევის თანახმად, დღე-ღამეში ერთ ლუდს შეუძლია ადამიანებში კატარაქტის რისკი მინიმუმამდე დაიყვანოს.

ლუდს მინიმუმამდე დაჰყავს დიაბეტის რისკი

ჰარვარდის მიერ ჩატარებულმა კვლევამ დაადგინა, რომ ადამიანებს, რომლებმაც ალკოჰოლის მიღება გაზარდეს, ტიპი-2 დიაბეტის განვითარების რისკი შეუმცირდათ.

ლუდის მოხმარება თირკმელებში კენჭების წარმოქმნის რისკსაც ამცირებს


ლუდი შეიცავს კალიუმსა და მაგნიუმს, რომლებიც თირკმელებში კენჭების გაჩენის პრევენციას ახდენს. აგრეთვე, ლუდის 90% წყალია, ხოლო წყალი, თირკმელებში კენჭების გაჩენის წინააღმდეგ ყველაზე ძლიერი საშუალებაა. კვლევამ რეალურად აჩვენა, რომ ყოველდღიურად ერთი ბოთლი ლუდის მირთმევით, თირკმელებში კენჭების გაჩენის რისკი 40%-ით მცირდება.

ლუდი სქელი და ჯანმრთელი ძვლების ჩამოყალიბებას უწყობს ხელს

ლუდი მდიდარია დიეტური სილიკონით, რაც ხელს უწყობს ძვლის სიმკვრივეს და მინიმუმამდე დაჰყავს ოსტეოპოროზის რისკი.

ლუდი ზრდის B ვიტამინის რაოდენობას

ლუდი B ვიტამინის რამდენიმე სახეობას შეიცავს. სამედიცინო ჟურნალი ლანცეტი წერს, რომ ლუდი შეიცავს ვიტამინ B6-ს, რომელიც ჩვენს სხეულში ჰომოცისტეინის ფორმირების შემოწმების საფუძველზე გულის დაავადებების წარმოქმნას უშლის ხელს.

ლუდი უძილობის კარგი წამალია 


ლუდი შეიცავს ლაქტოფლავინსა და ნიკოტინის მჟავას, რაც ძილს უწყობს ხელს.

ლუდს დადებითი გავლენა აქვს თმასა და კანზე

ვიტამინები, რაც ლუდის შემცველობაშია, აკნესთვის კარგი პრევენციული და მაკორექტირებელი წყაროა და აგრეთვე, კანს ბრწყინვალებას ანიჭებს. გარდა ამისა, ალაო, რომელიც ლუდის შემცველობაშია, ჯანსაღი თმის ზრდას უწყობს ხელს.

ლუდი აფერხებს დაბერებას და ხელს უწყობს სიცოცხლის ხანგრძლივობას

ლუდი ზრდის E ვიტამინის დონესა და გავლენას, მოქმედებს, როგორც ანტიოქსიდანტი, რომელიც ხელს უწყობს კანის სიჯანსაღეს და ამავდროულად, ანელებს დაბერების პროცესს.

და ბოლოს, ლუდი სხეულიდან ტოქსინებს გამოდევნის


ლუდს აქვს შარდმდენი თვისებები, რაც ზრდის შარდის გამოყოფას, რის შედეგადაც ორგანიზმიდან ტოქსინები გაიდევნება.

გახსოვდეთ, ყოველთვის უმჯობესია სვათ ზომიერად. ამგვარად, ახლა, როდესაც იცით ლუდის სასარგებლო თვისებების შესახებ, მოდით, ამის სადღეგრძელო შევსვათ!

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი