logo_geo
ოპტიკური ილუზია, რომლის აღქმაც ასაკზე დამოკიდებული აღმოჩნდა
- +

20 სექტემბერი. 2018. 19:05

 

ნახატი „ჩემი ცოლი და სიდედრი“ მთელ მსოფლიოში ცნობილი ოპტიკური ილუზიაა.

 

მისი მთავარი ხრიკი სახის აღქმაა. ერთსა და იმავე დროს შეგიძლიათ დაინახოთ როგორც უკან შებრუნებული ახალგაზრდა ქალი, ისე ნახატის მარცხენა მხარეს მომზირალი ხანშიშესული ქალის პროფილი.

 

მინიშნება - ახალგაზრდა ქალის ყელსაბამი ნახატზე მოხუცი ქალის პირს ასახავს.

 

 

 

დაინახეთ? ახალგაზრდა ქალის ნიკაპი მოხუცის ცხვირია, მოხუცის ნიკაპი კი ახალგაზრდას მკერდი.

 

რომელ ქალს ხედავთ ნახატის შეხედვისას პირველად? ამ საკითხზე, ფსიქოლოგიის ორმა ავსტრალიელმა პროფესორმა კვლევა ჩაატარა, რის შემდეგაც დაასკვნეს, რომ ეს თქვენს ასაკზეა დამოკიდებული.

 

კვლევის მიხედვით, ახალგაზრდები პირველ რიგში ახალგაზრდა ქალს ხედავენ, ასაკოვნები კი მოხუც ქალს.

 

კვლევაში 18-დან 68 წლამდე ასაკის 393 ადამიანი მონაწილეობდა, 242 კაცი და 141 ქალი.

 

სურათს მათ ნახევარი წამით აჩვენებდნენ, შემდეგ კი მასზე დანახული პიროვნების გენდერსა და ასაკს ეკითხებოდნენ.

 

მონაწილეთა უმეტესობამ ახალგაზრდა ქალი დაინახა, რადგან მრავალი მათგანი თავადაც ახალგაზრდა იყო.

 

როდესაც მკვლევრებმა ყველაზე ასაკოვან და ყველაზე ახალგაზრდა გამოკითხულთა შედეგები შეამოწმეს, გაირკვა, რომ ასაკოვნები პირველად მოხუც ქალს ხედავდნენ, ახალგაზრდები კი ახალგაზრდას.

 

კვლევის მთავარი მიზანი იყო გაერკვიათ, ახდენს თუ არა სურათის თავდაპირველ აღქმაზე გავლენას ასაკი ქვეცნობიერის დონეზე.

 

თუ პირველად მოხუც ქალს ხედავთ, გახსოვდეთ - უფრო მთავარია, რამდენი წლისად გრძნობთ თავს.

 

 

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი