logo_geo
როგორ მივხვდეთ რომ გვატყუებენ
- +

22 სექტემბერი. 2018. 20:16

 

 

 

„მატყუარას ამოსაცნობად ნათქვამის ნაცვლად, მის ჟესტებს უნდა მივაქციოთ ყურადღება. გაცილებით თვალსაჩინოა ის სიგნალები, რომლებსაც ჩვენ ცნობიერად ვერ ვამჩნევთ - მაგალითად, ფეხების მდგომარეობა“, - ამის შესახებ Focus-ში გამოქვეყნებულ სტატიაში კრიმინოლოგიისა და სპეცსამსახურების ექსპერტი მარკ ჰოფმანი წერს.

 

„ადამიანების უმეტესობა ფიქრობს, რომ მატყუარებს მკვეთრი ჟესტიკულაცია და მოკლე პასუხები აქვთ და თანამოსაუბრეს თვალებში ვერ უყურებენ. ამიტომაც, ნამდვილი მატყუარები ყველაფერს პირიქით აკეთებენ, თვალით კონტაქტს საკმარისზე მეტად ამყარებენ და ამბავს, დასარწმუნებლად, დაწვრილებით ჰყვებიან“, - წერს პუბლიკაციის ავტორი.

 

ჰოფმანის თქმით, არსებობს გაცილებით მნიშვნელოვანი რამ - მაგალითად ფეხები, რომლებიც აჩვენებს მიმართულებას, საით უნდა ადამიანს წასვლა იმ დროს, როდესაც ტანი და თვალები თანამოსაუბრისკენ არის მიმართული. ასეთი რამ დამახასიათებელია ადამიანებისთვის, მაგალითად დაკითხვაზე.

 

„ოფლიანობა, პულსის აჩქარება და სახეზე ხანმოკლე ემოცია, რომელიც შიშს აჩვენებს, ასევე სიგნალებია, რომელსაც თითქმის ვერ ვაკონტროლებთ, ამიტომაც ამ კრიტერიუმებით მატყუარას ამოცნობაც ხდება შესაძლებელი“, - წერს ჰოფმანი.

 

თუმცა, ექსპერტი იმასაც ამბობს, რომ მანამდე საჭიროა მატყუარაზე დაკვირვება მისი სტანდარტული მდგომარეობის დროს.

 

ავტორის თქმით, ეს თანამედროვე დაკითხვის მეთოდია და სპეცსამსახურები მას მთელ მსოფლიოში იყენებენ.

 

„პირველი ნაბიჯია დაკვირვება - როგორ ახამხამებს ობიექტი თვალს, ლაპარაკობს, როგორია მისი ჟესტიკულაცია, როცა არ ტყუის. თუმცა იყავით ყურადღებით: ადამიანების სტანდარტული ქცევა განსხვავებულია. მაგალითად, გერმანიის თავდაცვის მინისტრი ურსულა ფონ დერ ლიაიენი თვალს წამში 85-ჯერ ახამხამებს, როცა არ ტყუის. ეს მისი სტანდარტული ქცევაა. ამიტომაც, გამოთქმა - ვინც თვალს ხშირად ახამხამებს, ცრუობს - არასწორია. ტყუის ის, ვინც თვალს ჩვეულებრივზე ხშირად ახამხამებს“, - წერს ჰოფმანი.

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი