logo_geo
თბილისის მეტრო 51 წლის წინ - უნიკალური ფოტოარქივი
- +

12 იანვარი. 2017. 01:45


 

 

11 იანვარს, 51 წელი გავიდა მას შემდეგ, რაც თბილისის მეტრომ პირველი მგზავრები მიიღო. დღესდღეობით მეტრო ერთ-ერთი ყველაზე მობილური, სწრაფი და მოსახერხებელი ტრანსპორტია, ყოველდღიურად მას საშუალოდ 300 ათასამდე ადამიანი სტუმრობს. ყველაფერი კი დიდი ხნის წინ დაიწყო, თბილისში მეტროპოლიტენის გაყვანის იდეა ჯერ კიდევ მე-20 საუკუნის 30-იან წლებში გაჩნდა, თბილისის მთავარ არქიტექტორს ზაქარია ქურდიანს სჯეროდა, რომ ამის განხორციელება რეალურად იყო შესაძლებელი. თუმცა ამ იდეამ გრძელი და რთული გზა განვლო განხორციელებამდე. 1940 წელს თბილისში რამდენიმე ადგილას გარკვეული სიდიდის მოედნებზე მიწის ბურღვა და საინჟინრო საქმიანობა დაიწყეს, თბილისში მალე გავრცელდა ჭორი, რომ მეტროპოლიტენის მშენებლობა იწყებოდა.


პირველი მოსამზადებელი სამუშაოები 1952 წელს მარჯანიშვილის მოედანთან დაიწყეს. აღნიშნული პროცესი თავისთავად ცხადია უამრავ სირთულესთან იყო დაკავშირებული, თუმცა 1965 წლის 28 დეკემბერს სამუშაოები წარმატებულად დასრულდა და გახსნის დღეც დადგა 1966 წლის 10 იანვარი, 17:00სთ-ზე მეტროპოლიტენის პირველი რიგის გაშვებისადმის მიძღვნილი ცერემონიალი გაიმართა, ხოლო 11 იანვრის 00:06 საათიდან თბილისის მეტროპოლიტენმა მგზავრების მიღება დაიწყო.


 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

big_banner
არქივი