logo_geo
მეცნიერები: კაკაო და შოკოლადი ჯანმრთელობისთვის აუცილებელია
- +

26 სექტემბერი. 2018. 15:24

 

კაკაოს შემცველი პროდუქტების უმრავლესობის კვლევა გალე-ვიტენბერგისა და მაქს რუბნერის ინსტიტუტების მეცნიერებს იშვიათი ვიტამინის D2-ის აღმოჩენაში დაეხმარა, რომელიც არა მხოლოდ ეფექტურად ზრდის ტვინის მუშაობას, არამედ იმუნიტეტსაც აძლიერებს. ამის შესახებ „EurekAlert“ წერს.

 

სპეციალისტები მიიჩნევენ, რომ ვიტამინ D2-ის დაგროვება კაკაოს მარცვლების მზეზე გამოშრობის დროს ხდება, როდესაც ვიტამინი D ვიტამინ D2-ად გადაიქცევა.

 

ამასთან, როგორც მეცნიერები ამბობენ, ყველა პროდუქტში ვიტამინის შემცველობა ერთნაირი არ არის.

 

როგორც კვლევამ აჩვენა, კაკაოს ზეთი და მუქი შოკოლადი უფრო მეტ ვიტამინ D2-ს შეიცავს, ვიდრე თეთრი შოკოლადი.

 

ორგანიზმში ვიტამინ D2-ის ნაკლებობა რაქიტსა და ოსტეოპოროზს იწვევს, აგრეთვე ზრდის რესპირატორული ინფექციებით დაავადების რისკებს.

 

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი