logo_geo
28 იანვარს წითელი ძაფი იღბალს მოგიტანთ - როგორ უნდა შეხვდეთ ჩინურ ახალ წელს
- +

12 იანვარი. 2017. 19:58


 

ჩინურ ახალ წელს წითელი ძაფი წარმატებას მოგიტანთ. მისი დახმარებით ნებისმიერ წელს ენერგეტიკულად უფრო დადებითსა და ხელსაყრელს გახდით.


აღმოსავლურ ფილოსოფიაში წითელ ფერს განსაკუთრებული ყურადღება ენიჭება. დღესასწაულებზე ადამიანები სახლს წითელ ფერებში რთავენ. იყენებენ წითელ ლენტებს, ძაფს, ცხოველების ფიგურებს აღმოსავლური კალენდრიდან.


აღმოსავლური ახალი წელი და წითელი ფერი ჩინეთსა და სხვა აღმოსავლურ ქვეყნებში უძველესი დროიდან სწამთ, რომ წითელ ფერს ბინძური ძალებისა და დემონების დაფრთხობა შეუძლია, რომელბიც ჩვენს შორის არსებობენ და აურას გვიბინძურებენ. აღმოსავლური ფილოსოფია ირწმუნება, რომ სახლში, რომელიც დაცული არ არის წითელი ძაფით ან ლენტით, ადვილად შეიჭრება ბოროტება.


აღსანიშნავია, რომ აღმოსავლეთში ახალი წელი 1 იანვარს არ დგება და მისი თარიღი ყოველწლიურად იცვლება, რამდენადაც მთვარის კალენდართანაა დაკავშირებული. ამგვარად, ჩინური ახალი წელი 21 იანვრისა და 21 თებერვლის შუალედში დგება.


ჩინეთში ახალ წელს ხშირად მთვარის ახალ წელს ან გაზაფხულის დღესასწაულს უწოდებენ. ნუ იჩქარებთ ნაძვის ხიდან წითელი სათამაშოების მოხსნასა და წითელი სანათების ჩაქრობას, რადგან სრულფასოვანი დღესასწაული 15 დღეს გრძელდება.


ჩინურ კულტურაში არსებობს ერთი მითი, საიდანაც წითელი ფერის ბოროტი ძალების წინააღმდეგ გამოყენება დაიწყო.


ლეგენდის თანახმად, არსებობს მონსტრი, სახელად ნიანი, რომელიც მიდის ყველა  სახლში, ჭამს პირუტყვს, მარცვლეულს და იტაცებს ბავშვებს. ერთხელ, ერთმა ბიჭუნამ, რომელიც მთლიანად წითელ ფერებში იყო გამოწყობილი, მონსტრი შეაშინა. ამის შემდეგ, ადამიანები წითელ ფერს თავდაცვის საშუალებად იყენებენ.


გაიკეთეთ წითელი ძაფი მაჯაზე - ეს ჩინური ახალი წლის პერიოდში უბედურებისგან დაგიცავთ.


ფენ-შუი და წითელი ფერი


ფენ-შუის ჩინურ ახალ წელთან მჭიდრო კავშირი აქვს. აღმოსავლელი ბრძენი ხალხი და ფენ-შუის სპეციალისტები აღნიშნავენ, რომ წითელი ფერი კარგის მომტანია, თუმცა ფენ-შუის რჩევით, წითელი ძაფის ტარების მიზეზი, მხოლოდ ჩინური ახალი წელი არ უნდა იყოს. წითელი ძაფი მაჯაზე ან ჩანთით, მთელი წლის განმავლობაში უნდა ატაროთ.


წითელი ძაფი დაგეხმარებათ ფულის, სიყვარულისა და წარმატების მიზიდვაში. რაც უფრო დიდხანს ატარებთ მას, მით უკეთესი, რადგან დროთა განმავლობაში ის მეტი ძალით იმუხტება.


ჩინურ ახალ წელს გაიკეთეთ ასეთი ძაფი და სახლი წითელი ლენტებით მორთეთ, რათა მომდევნო 12 თვე მაქსიმალურად წარმატებული იყოს.


 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი