logo_geo
მეცნიერებმა აღმოაჩინეს საშუალება, რომელიც დაბერებას ანელებს
- +

3 ოქტომბერი. 2018. 17:13

 

 

მინესოტის უნივერსიტეტისა და მაიოს კლინიკის მეცნიერებმა დაადგინეს, რომ ბუნებრივი ნივთიერება ფიზეტინი, რომელსაც ბევრი ბოსტნეული და ხილი შეიცავს, დადებითად მოქმედებს ჯანმრთელობის მდგომარეობასა და სიცოცხლის ხანგრძლივობაზე. ამის შესახებ „EurekAlert“ წერს.

 

ასაკის მატებასთან ერთად ადამიანის ორგანიზმში უჯრედების დაბერებისა და დაზიანებული უჯრედების დაგროვების პროცესი იწყება.

 

სპეციალისტების თქმით, ახალგაზრდობაში იმუნური სისტემა წარმატებით ასუფთავებს ორგანიზმს ასეთი უჯრედებისგან, თუმცა ასაკთან ერთად ეს პროცესი ქვეითდება, რაც ადამიანის კანის გაუარესებას იწვევს.

 

მეცნიერებმა ექსპერიმენტი ხანდაზმულ თაგვებზე ჩაატარეს და აღმოაჩინეს, რომ ფიზეტინი ორგანიზმში დაზიანებული უჯრედების დონეს ამცირებს, რაც, თავის მხრივ, ჯანმრთელობაზე დადებითად აისახება.

 

სპეციალისტები მიიჩნევენ, რომ ფიზეტინის დახმარებით სიცოცხლე ხანგრძლივდება.

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი