logo_geo
„გენატრება - დაურეკე!“ - ტიბეტელი ბერების ცხოვრების ინსტრუქცია
- +

12 ოქტომბერი. 2018. 02:15

 

 

 

  1. მოგწონს – უთხარი;

 

  1. არ მოგწონს – ესეც უთხარი;

 

  1. გენატრება – დაურეკე;

 

  1. გაუგებარია – იკითხე;

 

  1. გინდა შეხვედრა – დაპატიჟე;

 

  1. რამე გინდა – სთხოვე;

 

  1. არასოდეს იკამათო;

 

  1. გინდა გაგიგონ – აუხსენი;

 

  1. თუ დამნაშავე ხარ – მაშინვე აღიარე და არ იმართლო თავი;

 

  1. ყოველთვის გახსოვდეს, რომ ყველას თავისი სიმართლე აქვს და ხშირად ის შენსას არ ემთხვევა;

 

  1. არ ეკონტაქტო სულელ ადამიანებს;

 

  1. მთავარი ცხოვრებაში – სიყვარულია, სხვა დანარჩენი – უბრალო საზრუნავია;

 

  1. ადამიანის პრობლემები მხოლოდ მის თავშია;

 

  1. სამყარო ბოროტი არ არის და არც კეთილი; მისთვის სულერთია, არსებობ თუ არა შენ;

 

  1. შეეცადე, ყველა მოვლენისგან სიამოვნება მიიღო;

 

  1. გახსოვდეს, რომ სხვა ცხოვრება აღარ გექნება;

 

  1. ნუ დაიბოღმები;

 

  1. გახსოვდეს, რომ არავისი არაფერი გმართებს;

 

  1. გახსოვდეს, რომ შენი არავის არაფერი მართებს;

 

  1. არ დაინანო დრო და ფული სამყაროს შეცნობისგან სიამოვნების მიღებაში;

 

  1. ცხოვრებაში მხოლოდ საკუთარი თავის იმედი იქონიე;

 

  1. გჯეროდეს საკუთარი შეგრძნებების;

 

  1. ქალებთან (პრინციპში, მამაკაცებთანაც), ისევე, როგორც ბავშვებთან, იყავი მომთმენი და დამთმობი;

 

  1. ცუდ ხასიათზე მყოფმა გაიხსენე, რომ როცა ამქვეყნად აღარ იქნები, ესეც არ გექნება;

 

  1. იცხოვრე დღეს, რადგან გუშინ უკვე აღარ არის, ხოლო ხვალ შეიძლება არც იყოს.

 

  1. იცოდე, რომ დღევანდელი დღე – საუკეთესოა.

 

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი