logo_geo
5-დღიანი „მწვანე“ დიეტა და მინუს 3-4 კილოგრამი
- +

15 ოქტომბერი. 2018. 03:19

 

 

ეს დიეტა ამდიდრებს ორგანიზმს ცილებით, ნახშირწყლებით, მცენარეული ბოჭკოებით, მინერალებითა და ვიტამინებით. მისი მთავარი ინგრედიენტი – ბროკოლი, დიეტური პროდუქტია. ის მდიდარია ვიტამინებით, ანტიოქსიდანტებით, მინერალებით, ასევე, ბროკოლის შემადგენლობაში შედის ფეროცენის შემცველი „ინდოლის 3“ და გლუკოზინოლატები. ეს ნივთიერებები კი გახდომას უწყობს ხელს. დიეტის დროს მიირთვით მხოლოდ ორთქლზე დამზადებული ან მოხარშული კერძები. კერძს შეგიძლიათ დაუმატოთ მცირე რაოდენობით მარილი, კვებიდან კვებამდე შუალედში კი არ დაგავიწყდეთ წყლის მიღება და თუ შიმშილის გრძნობა გაუსაძლისი გახდება, მიირთვით 1 ჭიქა დაბალკალორიული კეფირი.


პირველი დღე
საუზმე: 200 გრამი ორთქლზე დამზადებული ბროკოლი ცოტა მარილით  და უშაქრო მწვანე ჩაი.
სადილი: 100 გრამი ორთქლზე დამზადებული ბროკოლი, 200 გრამი ქათმის ფილე:
ვახშამი: 200 გრამი ორთქლზე დამზადებული ბროკოლი და უშაქრო მწვანე ჩაი.
მეორე დღე 
საუზმე: 200 გრამი ორთქლზე დამზადებული ბროკოლი, 1 ჭიქა მწვანე ვაშლის ახალგამოწურული წვენი. 
სადილი: 1 ცალი კიტრი, 150 გრამი მოხარშული ბროკოლი, 1 ჭიქა ახლად გამოწურული მწვანე ვაშლის წვენი.
ვახშამი:  200 გრამი ზეითუნის ზეთში მოთუშული ბროკოლი, ცოტა შავი პილპილითა და ნივრით, 1 ჭიქა მინერალური წყალი.
მესამე დღე
საუზმე: 200 გრამი მოხარშული ბროკოლი, 100 გრამი მოხარშული ძროხის ხორცი, 1 ჭიქა კეფირი.
სადილი:  100 გრამი ორთქლზე დამზადებული ბროკოლი, 1 ცალი კიტრი და 1 ცალი მწვანე ვაშლი.
ვახშამი:  150 გრამი მოხარშული ძროხის ხორცი, ცოცხალი, დაჭრილი მწვანილით, პიტნის ჩაი 1 კოვზი თაფლით.
მეოთხე დღე
საუზმე: 100 გრამი მოხარშული ან ორთქლზე დამზადებული ბროკოლი, 2 ცალი მოხარშული კვერცხი,  1 ჭიქა მწვანე ჩაი.
სადილი: 1 ულუფა ქათმის ბულიონი, მწვანე ბულგარული წიწაკითა და მწვანილებით.
ვახშამი: 150 გრამი მოხარშული ძროხის ხორცი, პიტნის ჩაი თაფლით.
მეხუთე დღე
საუზმე:  100 გრამი ორთქლზე დამზადებული ბროკოლი, 1 ცალი კიტრი. 
სადილი: 100 გრამი მოხარშული თევზი, მწვანე სალათის ფურცლები და 1 ცალი მწვანე ვაშლი.
ვახშამი: 200 გრამი ორთქლზე დამზადებული ბროკოლი, 1 ჭიქა პიტნის ჩაი.

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი