logo_geo
როგორ გავუმკლავდეთ რთულ დღეებს?! – 37 ბრძნული გამონათქვამი
- +

15 ოქტომბერი. 2018. 12:29

 

ყველა ადამიანს, ცხოვრებაში ერთხელ მაინც, უწევს მძიმე პერიოდის გადატანა. რთული დღეების დაძლევას ზოგი მარტივად ახერხებს, ზოგს კი პირიქით, საკუთარ თავთან სერიოზული ბრძოლები აქვს. წარმოგიდგენთ სხვადასხვა ეპოქაში მოღვაწე ცნობილი ადამიანებისა და უცნობი ავტორების ციტატებს, რომლებიც რთული დღეების დაძლევაში დაგეხმარებათ:

 

„არც წარმატებაა მუდმივი და არც წარუმატებლობა – მომაკვდინებელი. უნდა გაბედო და გააგრძელო წინსვლა“. - მაიკ დიტკა.

 

„ოდესმე ყველაფერს მიეცემა აზრი. ასე რომ, ახლა გაიცინე დაბნეულობაზე, ცრემლიანმაც კი გაიღიმე და გახსოვდეს, რომ უმიზეზოდ არაფერი ხდება“. - უცნობი ავტორი.

 

„თუ კარგი დღე არ გაქვს, ეს არც ცუდია და არც ბოროტება, მაგრამ არასწორია, როდესაც სხვებს ამ ყველაფრის შენთან ერთად გადატანას აიძულებ“. – ნილ კავუტო.

 

„ადამიანები ცხოვრებაში ყველაზე დიდ შეცდომას მაშინ უშვებენ, როდესაც ვერ ხვდებიან, რა ახლოს არიან წარმატებასთან და უბრალოდ ნებდებიან“. – თომას ედისონი.

 

„ყოველი დაცემა მაახლოებს ახალ პერსპექტივასთან“. – ბეიბ რუთი.

 

„შენ უშვებ შეცდომებს და შეცდომები გაყალიბებენ შენ“. – მაქსველ მალცი.

 

„დათვალე მეგობრები და არა წლები. დათვალე ღიმილი და არა ცრემლი“. – დიქსი უილსონი.

 

„ცუდ პერიოდში თავს იმით ვიმშვიდებთ, რომ შესაძლებელია, ყველაფერი უარესად ყოფილიყო და როდესაც მართლა ასე ხდება, თავს ვინუგეშებთ, რომ ყველაფერი იმდენად ცუდადაა, რაღაც უკეთესობისკენ აუცილებლად შეიცვლება“. – მალკოლმ ს. ფორბსი.

 

„სიბრაზის ერთ წუთში შენ ბედნიერების 60 წამს კარგავს“. – რალფ უალდო ემერსონი.

 

„თუ თავს სუსტად, დამცირებულად ან მიტოვებულად გრძნობ და ამას კითხულობ, გააცნობიერე, რომ ეს ილუზიაა. რეალობა არის იმედი, შენ ხარ ფასეული. ყველაფერი რაც წინ გაქვს - ბრწყინვალებაა“. – ტომ ალთჰაუსი.

 

„ნუ დაყრი ფარ-ხმალს, უკანასკნელი გასაღები ყოველთვის აღებს საკეტს“. – უცნობი ავტორი.

 

„საკუთარი თავის გასამხნევებლად საუკეთესო გზა სხვისი გამხნევებაა“. – მარკ ტვენი.

 

„უყურე მზის ამოსვლას წელიწადში ერთხელ მაინც, ჩაიყარე ბევრი ზეფირი ცხელ შოკოლადში, დაწექი ზურგზე და შეხედე ვარსკვლავებს, ნურასოდეს იყიდი მაგიდას, რომელზეც ფეხებს ვერ შემოაწყობ, არასოდეს გაუშვა ხელიდან ბატუტზე ხტუნვის შანსი – დიდი სიხარული ძებნაში ნუ იტყვი უარს ცხოვრების პატარ-პატარა სიამოვნებებზე“. – ჯექსონ ბრაუნ უმცროსი.

 

„თუ ამას კითხულობ, გილოცავ, შენ ცოცხალი ხარ... თუ ეს ისეთი რამ არ არის, რაზეც გაიღიმებ, მაშინ წარმოდგენა არ მაქვს რა არის“. – ჩად სუგი.

 

„არ არსებობს სამყაროში ბედნიერება და უბედურება, არსებობს ერთი მდგომარეობის მეორესთან შედარება. მხოლოდ მას შეუძლია სრული ნეტარების შეგრძნება, ვინც უკიდურესი იმედგაცრუება განიცადა“. – ალექსანდრე დიუმა.

 

„როცა რთულ სიტუაციაში ხარ, ნელ-ნელა კი მდგომარეობა უფრო მძიმდება და გეჩვენება, რომ წუთითაც ვეღარ გაუძლებ, არ დანებდე, ეს ზუსტად ის დროა, როცა ბედი გაგიღიმებს“. – ჰარიეტ ბიჩერ სტოუ.

 

„რთულია, დარტყმა მიაყენო იმ ადამიანს, ვინც არასოდეს ნებდება“. – ბეიბ რუთი.

 

„შესაძლოა, ცხოვრებაში ბევრ მარცხს წააწყდე, მაგრამ არასოდეს დამარცხდე. სინამდვილეში, შესაძლოა, ასე შეიცნო საკუთარი თავი, გაიგო, რისი გადატანა და საიდან წამოდგომა შეგიძლია“. – მაია ენჯელოუ.

 

„იყო ბედნიერი – არ ნიშნავს, იყო სრულყოფილი. ეს ნიშნავს, რომ შენ გადაწყვიტე, გაემიჯნო ნაკლოვანებას“. – კ.ბ. ინდიანა.

 

„როცა რაიმე უარყოფითი ხდება, ამან არ უნდა დაგანგრიოს და არ უნდა დანებდე. ეს ყველაფერი იმისთვისაა, რომ სრულიად ახალი ადამიანი შეიქმნას შენგან, ზუსტად ისეთი, როგორიც უნდა იყო სინამდვილეში“. – ჩარლზ ჯონსი.

 

„საშიშ პერიოდებს ცხოვრებაში აქვს დასასრული. საშიშ ადამიანს – არა“. – რობერტ შულერი.

 

„მსოფლიოში ყველა მნიშვნელოვანი რამ იმ ადამიანებმა შექმნეს, რომლებიც არასოდეს დანებებულან, მაშინაც კი, როდესაც, თითქოს, იმედი არსაიდან ჩანდა“. – დეილ კარნეგი.

 

„ყველაფერი, რაც შენს უკან ან შენს წინ არის, აზრს კარგავს იმასთან შედარებით, რაც შენშია“. – რალფ უალდო ემერსონი.

 

„ყოველდღიურ ურთიერთობებში ბედნიერებისთვის გამბედაობას არ იჩენ. შენ მას (გამბედაობას) რთული პერიოდისა და გამოწვევების დაძლევისათვის იყენებ“. – ეპიკურუსი.

 

„გახსოვს ის ბიჭი, რომელიც ცხოვრებას დანებდა? ის არც არავის დამახსოვრებია“. – უცნობი ავტორი.

 

„ტკივილი დროებითია, მისგან ხსნა სამუდამო“. – ლენს არმსტრონგი.

 

„თუ ოდესმე შენ მოათვინიერებ ვეფხვს, ერთ დღეს ამ ვეფხვის სადილად იქცევი“. – ტაგ მაკგროუ.

 

„ცხოვრება ხანმოკლეა. გაიღიმე, სანამ შეგიძლია!“ – უცნობი ავტორი.

 

„დროს ნუ დაკარგავ იმაზე ფიქრში, რატომ ვერ აკეთებ იმას, რაც სხვებმა შეძლეს. იფიქრე იმაზე, რატომ არის შესაძლებელი, შენ ეს გამოგივიდეს – იყავი ერთ-ერთი გამონაკლისი“. – სტივ ქეისი.

 

„შენ, ისე, როგორც ყველა ადამიანი მსოფლიოში, იმსახურებ, გრძნობდე სიყვარულსა და სითბოს საკუთარი თავის მიმართ“.

 

„მხოლოდ მაშინ დამარცხდები, როდესაც დაეცემი და ფეხზე არ წამოდგები“ – ს. რიჩარდსი

 

„ყოველი დღე კარგია, არ აქვს მნიშვნელობა მის ნათელ და ბნელ მხარეებს. ის შეიძლება, შენს ცხოვრებაში, ყველაფერი პოზიტიურის საწყისი გახდეს“. – ედმონდ მბიაკა.

 

„გამბედაობა ყოველთვის არ ნიშნავს ღრიალს. ზოგჯერ გამბედაობა არის დღის ბოლოს ჩურჩულით ხმით ნათქვამი: ხვალ ისევ თავიდან ვცდი“. – მერი ენ რედმაჰერი.

 

„არავინ მომართმევს წარმატებას, უნდა ავდგე და თავად მოვიპოვო. აი, რატომ ვარ აქ – რომ ვიყო დომინანტი, რომ დავიპყრო მსოფლიოც და საკუთარი თავიც“. – უცნობი ავტორი.

 

„როდესაც ზღვარზე ხარ, ორიდან ერთის უნდა გჯეროდეს: იქ ან მიწა იქნება და მყარად დადგები ფეხზე, ან ფრთები გექნება და აფრინდები“. – ო.რ. მელინგი.

 

„პრობლემა არ არის იმისთვის, რომ შეჩერდე. ის ცხოვრებისეული პრინციპების სახელმძღვანელოა“. – რობერტ შულერი.

 

„უბრალოდ, ეს დღეა ცუდი და არა მთელი ცხოვრება“. – უცნობი ავტორი.

 

 

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი