logo_geo
სახლი ჭონქაძის 12-ში – „წითელი ტერორის“ ისტორია
- +

15 ოქტომბერი. 2018. 18:59

 

 

გასული საუკუნის დასაწყისში ტფილისში მაშინდელ გუდოვიჩის ქუჩაზე გამორჩეული არქიტექტურის სამსართულიანი შენობა აშენდა. შენობა ტფილისში „მადამ ბოზარჯიანცის სახლის“ სახელით იყო ცნობილი. ცნობილმა მეწარმეებმა, ძმებმა  ბოზარჯიანცებმა მისი აშენება ტფილისელ არქიტექტორს, მიხეილ ოგაჯანოვს დაუკვეთეს. 1915 წელს ამ სახლმა ტფილისის საუკეთესო სახლების კონკურსში მეორე ადგილი აიღო და ვერცხლის მედალიც დაისაკუთრა. 1917 წელს ბოზარჯიანცის ოჯახმა, მათ შორის, მადამ ბოზარჯიანცმაც ევროპას მიაშურა. პატრონის გარეშე დარჩენილი სახლი მუნიციპალიზებული ბინების რიცხვს მიემატა, თუმცა 1921 წლამდე იქ არავინ შეუსახლებიათ. საქართველოს გასაბჭოების შემდეგ გუდოვიჩის ანუ ჭონქაძის 12 ნომერში ახალი მობინადრეები, ბოლშევიკური ელიტის წარმომადგენლები შესახლდნენ. სწორედ აქედან იწყება „ბოზარჯიანცის სახლის“ და მისი მობინადრეების ტრაგიკული ისტორიაც.

 

„წითელი ტერორის“ პირველი მსხვერპლი ჭონქაძის 12-ში მცხოვრები გიორგი  ნიკოლოზის ძე ხიმშიაშვილი - საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის არმიის ოფიცერი გახდა. მალევე პარტიის შიდა „წმენდას“  ჭონქაძის 12-ში მცხოვრები  მეორე ოჯახი – სიმონ ჯუღელის ოჯახი ემსხვერპლა. სიმონ პილატეს ძე ჯუღელი (1888-1935 წწ.) ადრეული ასაკიდან ჩაერთო რევოლუციურ მოძრაობაში. პარტიული ხაზით, სიმონ ჯუღელი იყო საქართველოს კომპარტიის ცეკას, ამიერკავკასიის სამხარეო კომიტეტის და თბილისის კომიტეტის ბიუროს, საქართველოს სსრ-სა და ამიერკავკასიის სფსრ-ს ცენტრალური აღმასკომის ყველა მოწვევის წევრი. 1935 წლის 14 აპრილს, სამსახურში ყოფნისას სიმონი მოულოდნელად გარდაიცვალა. გავრცელებული ვერსიის მიხედვით, იგი მოწამლეს. ჯუღელი მთაწმინდის მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში დაასაფლავეს, თუმცა მალევე ლავრენტი ბერიამ ის ხალხის მტრად გამოაცხადა. მთაწმინდის პანთეონიდან ჯუღელის საფლავი ერთ დღეში გააქრეს. დააპატიმრეს მისი მეუღლე ნინა საბახტარაშვილი, მცირეწლოვანი გოგონები კი, ღია ცის ქვეშ დატოვეს.

 

ოდესღაც დიდებული სახლი დღეს საერთო კორპუსადაა გადაკეთებული და მისი ულამაზესი დარბაზიც გადატიხრულია.

 

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი