logo_geo
მეცნიერები ურჩევენ ქალებს, ორსულობის დროს საჭესთან ჯდომისგან თავი შეიკავონ
- +

20 ოქტომბერი. 2018. 00:58

 

 

ორსული ქალებისთვის მანქანის მართვა ძნელია, რადგან სივრცეში ორიენტირება გაუარესებული აქვთ, გერმანელი მეცნიერების განცხადებას MailOnline ავრცელებს.

 

კვლევაში მონაწილეობა სამოცმა ქალმა მიიღო, მათგან 30 ორსულად იყო. ყველა მათგანს მისცეს დავალებები და დააკვირდნენ რეაქციების სისწრაფეს.

 

შედეგებმა აჩვენა, რომ რაც უფრო დიდი ხნის ორსული იყო ქალი, უარესად უმკლავდებოდა დავალებას, რადგან მეხსიერება და სწრაფი რეაქცია ორსულობის დროს სუსტდება. მეცნიერების თქმით, ეს გამოწვეულია ჰორმონ ესტრაგონის მომატებით, რაც, ნაწილობრივ, მოქმედებს ტვინის იმ ნაწილის მუშაობაზე, რომელიც ნავიგაციას აკონტროლებს.

 

მეცნიერები ურჩევენ ქალებს, ორსულობის დროს საჭესთან დაჯდომისგან თავი შეიკავონ.

 

 

წაყრო: chicbebemagazine.ge

 

 

big_banner
არქივი