logo_geo
კვლევა: ლეონარდო და ვინჩი ელამი იყო
- +

20 ოქტომბერი. 2018. 12:50

 

ლეონარდო და ვინჩი სიელმის მსუბუქი ფორმით იყო დაავადებული, რის გამოც მისთვის გარემო უჩვეულოდ „ბრტყელი“ იყო. ეს ეხმარებოდა მას ეს რეალობა ქაღალდსა და ტოლოზე გადაეტანა - ამის შესახებ მედიკოსები ჟურნალ „JAMA Ophthalmology“-ში გამოქვეყნებულ სტატიაში წერენ.

 

„ბევრი ცნობილი მხატვარი, დაწყებული რემბრანდტიდან პიკასოთი დამთავრებული, სიელმით იტანჯებოდა, რაზეც მეტყველებს მათი ავტოპორტრეტები და სხვა ნახატები. როგორც დღეს ხელოვნებათმცოდნეები მიიჩნევენ, სიელმე მათ უკეთ ხატვაში ეხმარებოდა“, - ამბობს ლონდონის უნივერისტეტის მკვლევარი კრისტოფერ ტაილერი.

 

მკვლევარმა იტალიელი მხატვრისა და მოქანდაკის რამდენიმე ნახატი  ოფთამოლოგიური კუთხით შეისწავლეს. როგორც გაირკვა, და ვინჩის მარცხენა თვალი მარჯვენასთან შედარებით 10 გრადუსით გადახრილი იყო.

 

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი