logo_geo
ვარჯიშის გარეშე ცხოვრება თამბაქოს მოხმარებაზე საშიშია
- +

20 ოქტომბერი. 2018. 15:41

 

„მჯდომარე ცხოვრების წესი იმაზე მეტად ვნებს ადამიანის ჯანმრთელობას, ვიდრე სიგარეტის მოწევა“, - ამის შესახებ კლივლენდის კლინიკის ახალ კვლევაში წერია. კვლევა „JAMA Network Open“-მა გამოაქვეყნა.

 

„ვარჯიშის გარეშე ცხოვრება უფრო მეტად იწვევს სიკვდილს, ვიდრე ჰიპერტეზია, დიაბეტი ან მოწევა“, - ამბობს კვლევის ავტორი, კარდიოლოგი ვაიელ იაბერი.

 

მკვლევარებმა 1992 წლის 1 იანვრიდან 2014 წლის 31 დეკემბრამდე, 122 007 პაციენტის მდგომარეობა შეისწავლეს, რათა განესაზღვრათ სიკვდილიანობასა და ფიზიკურ ვარჯიშს შორის კავშირი. აღმოჩნდა, რომ კარდიოლოგიური პრობლემებით კლინიკას მჯდომარე ცხოვრების წესის მქონე ადამიანები უფრო ხშირად აკითხავენ და უფრო მეტი ადამიანი იღუპება გულის დაავადებებით, ვიდრე თამბაქოს მომხმარებლები.

 

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი