logo_geo
რა დადებითი და უარყოფითი თვისებები აქვს ყავას
- +

20 ოქტომბერი. 2018. 20:18

 

 

საზოგადოების უმეტესობისთვის დილა ყავის გარეშე წარმოუდგენელია. ხშირად ისმის ფრაზა, რომ „ყავა თუ არა დავლიე მთელი დღე უუნარო ვარ“ და ა.შ.

 

სპეციალისტების თქმით, ამ სიტყვებში სიმართლის მარცვალი არის, რადგან ყავა გარკვეულ დამოკიდებულებას აჩენს მის მიმართ.

 

თუმცა ხშირად დაობენ, საზიანოა თუ არა ყავა ორგანიზმისთვის.

 

ექიმის განმარტებით, უზმოზე ყავის დალევა ცუდი იდეაა. რადგან, ის აღიზიანებს კუჭის ლორწოვან გარსს და ამან შესაძლოა გასტრიტი (კუჭის ლორწოვანი გარსის) დაავადება გამოიწვიოს. ეს არომატული სასმელი შესაძლებელია გემრიელ საუზმეს მიაყოლონ. რადგან ყავა შეიცავს კოფეინს და ორგანიზმის მატონოზირებელია.

 

სპეციალისტები ასევე საუბრობენ, რამდენი ფინჯანი ყავის დალევაა სასურველი დღის განმავლობაში და ყავის მიღების რეკომენდებული რაოდენობა დაასახელეს.

 

ექიმების თქმით, კოფეინის დღიური ნორმა 400 მილიგრამია, რომელიც 3 ან 4 ფინჯანია.

 

ამასთან, ყავის მიღება სასარგებლოა:

 

ამცირებს ტიპიური დიაბეტის რისკს;

პარკისონის დაავადების რისკს;

დადებითად მოქმედებს ღვიძლზე;

ამცირებს კიბოს განვითარების რისკს;

დადებითად მოქმედებს მეხსიერებაზე;

ამცირებს დეპრესიის განვითარების რისკს;

აფხიზლებს და გვმატებს ენერგიას.

 

ყავას მხოლოდ დადებითი თვისებები არ აქვს. მან შეიძლება გამოიწვიოს:

 

თავის ტკივილი;

უძილობა;

ნევროზულობა;

გაღიზიანებადობა;

მოუსვენრობა, შფოთვა;

ხშირი შარდვა;

ტაქიკარდია;

კუნთების ტრემორი;

კუჭთან დაკავშირებული პრობლემები.

 

ექიმების რჩევით, მნიშვნელობა აქვს რა სახის ყავას მიიღებთ. მათივე განმარტებით, ყავის ყიდვისას, სასურველია მნიშვნელობა ღია ფერის მარცვლებს მიაქციოთ.

 

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი