logo_geo
როგორ ვისწავლოთ გზის დამახსოვრება და არ დავიკარგოთ - რჩევები
- +

21 ოქტომბერი. 2018. 18:24

 

 

ცდილობთ A წერტილიდან B წერტილამდე მიხვიდეთ, თუმცა ისევ  L, O, S ან T წერტილში აღმოჩნდით?

 

ხშირად ამბობთ, რომ იკარგებით და ორიენტაცია არ გაქვთ? თუ ასეა, ნეიროფსიქოლოგის რჩევები დაგეხმარებათ. ამის შესახებ BBC წერს.

 

  1. დაგეგმეთ თქვენი მარშრუტი

 

თუ თქვენ შეგიძლიათ Street View-ს ფუნქციით ან იმ ადგილის ფოტოებით ისარგებლოთ, სადაც მიემგზავრებით, შეეცადეთ წარმოიდგინოთ, როგორ დადიხართ ამ ტერიტორიაზე და თქვენს წარმოსახვაში ამ მარშრუტის ვიზუალიზაცია მოახდინეთ.

 

ასევე, შეხედეთ რუკაზე ყველა შესახვევს და მოძრაობის მიმართულების ცვლილებებს.

 

  1. მოდუნდით

 

შეეცადეთ მოდუნდეთ: მღელვარება კიდევ უფრო გაზრდის კოგნიტურ დატვირთვას და თქვენი ორიენტირების შესაძლებლობას კიდევ უფრო შეამცირებს. მარშრუტის დაგეგმვა როგორც წესი, მღელვარებისგან გიხსნით.

 

  1. კონცენტრირდით

 

ტელეფონზე ლაპარაკი, შეტყობინების გაგზავნა და სხვა რამეზე ფიქრიც კი გავლენას ახდენს თქვენს ორიენტირების შესაძლებლობაზე და იმის გაგებაზე, თუ რა მიმართულებით მიდიხართ. შეეცადეთ, მთლიანად კონცენტრირდეთ გზაზე.

 

  1. იპოვეთ ორიენტირები

 

შეეცადეთ იპოვოთ ცნობილი ან ნაცნობი ობიექტები, რომელიც თქვენთვის ორიენტირი გახდება. თუ თქვენ ქალაქში გადაადგილდებით, ასეთი ორიენტირი შესაძლოა ყველაზე მაღალი ან უჩვეულო შენობა გახდეს.

 

  1. შემობრუნდით

 

ხშირად ადამიანები მხოლოდ იმას აქცევენ ყურადღებას, რაც მათ წინაა. უკეთესად ორიენტირებას კი ისინი ახერხებენ, ვინც უკანაც იხედება. ეს ჩვევა უკან დაბრუნებისას დაგეხმარებათ.

 

  1. გადაიღეთ ფოტოები

 

თუ თქვენ იცით, რომ უკან იმავე გზით უნდა დაბრუნდეთ, გადაუღეთ ფოტოები თქვენთვის ყველაზე რთულად დასამახსოვრებელ ადგილებს. ორიენტაციაში უფრო მეტად ფოტოები დაგეხმარებათ, ვიდრე ვიდეო.

 

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი