logo_geo
5 ყველაზე საშიში ადგილი დედამიწაზე
- +

15 იანვარი. 2017. 10:45


 


გაგაცნობთ მსოფლიოში არსებულ 5 ყველაზე საშიშ და მისტიკურ ადგილს, რომელიც თავიანთი ისტორიებით შიშის ზარს სცემენ ნებისმიერ ტურისტს.

 

5. საავადმყოფოს ძველი შენობა სინგაპურში

 

 

Description: C:UserslivenewsDesktop1.jpg

 

 

 

საავადმყოფოს შენობა 1935 წელს აშენდა, თუმცა ამ ადგილს ჯარისკაცებისა და პატიმრების საწამებლად იყენებდნენ. მართალია 1997 წლიდან აქ ისევ საავადმყოფო ამოქმედდა, თუმცა შენობის სიძველის გამო ახლა აღარ ფუნქციონირებს. ადგილობრივ მოსახლეობას სჯერა, რომ ამ შენობის კორიდორებში აქ ნაწამები და გარდაცვლილი ჯარისკაცებისა და პატიმრების სულები და მოჩვენებები მოძრაობენ.


4. Aokigahara იაპონიაში

 


Description: C:UserslivenewsDesktop2.jpg

 

 

 

ეს გახლავთ ტყე, რომელშიც 2004 წელს 180-მა ადამიანმა მოიკლა თავი. შესაბამისად, ადგილობრივ მოსახლეობას სჯერა, რომ იქ რაღაც ზებუნებრივი ხდება და აქ გარდაცვლილი ადამიანების სულები ამ ტყეში გადაადგილდებიან. ამას გარდა, თავად ტყის მცენარეებიც ისე გამოიყურებიან როგორც მოჩვენებები.


3. ლიპის სასახლე

 

 

Description: C:UserslivenewsDesktop3.jpg

 

 

 

ლიპის სასახლე ირლანდიაში მდებარეობს და მსოფლიოში ერთ-ერთი მოწინავე ადგილი უკავია მასში არსებული მოჩვენებების სიმრავლით. როგორც ცნობილია, ამ სასახლის მემკვიდრეებიდან ერთ-ერთმა ძმამ მღვდელი (თავისივე ძმა) პირდაპირ საკურთხეველში, ოჯახის წევრების თვალწინ მოკლა, როცა ის მესას აღავლენდა. სწორედ ამ ფაქტს უკავშირდება სასახლეში მოჩვენებების გაჩენა.


2. თოჯინების კუნძული მექსიკაში

 

 

Description: C:UserslivenewsDesktop4.jpg

 

 

 

თოჯინების კუნძული მექსიკაში ტბა ტეშუილოზე მდებარეობს. ამ ადგილის ისტორია პატარა გოგონას უკავშირდება, რომელიც ტბაში 1920 წელს დაიხრჩო. როგორც ადგილობრივები ჰყვებიან გოგონას სული კუნძულზე ცხოვრებას დღემდე განაგრძობს და არ ტოვებს მას. ამის გამო მათ კუნძულზე მისვლის განსაკუთრებით ღამით ეშინიათ.


1. Mary King's Close

 

 

Description: C:UserslivenewsDesktopMarykingsclose006.jpg

 

 

 

მდებარეობს ედინბურგში, შოტლანდიაში. ეს ადგილი ადრე სავაჭროდ გამოიყენებოდა, თუმცა ევროპაში გავრცელებული შავი ჭირის შემდეგ დაცარიელდა. ამ ადგილს უამრავი პარანორმალური მოვლენა უკავშირდება, რის გამოც საზოგადოებაში დიდ ინტერესს იწვევს და ერთ-ერთ ყველაზე საშიშ ადგილად ითვლება. მაგალითად გავრცელებული მოსაზრებით, ამ ადგილებში იმ ადამიანების სულები ცხოვრობენ, რომლებიც შავი ჭირის პერიოდში აქ კარანტინში დატოვეს.


ამ ადგილისადმი დიდი ინტერესის გამო 2003 წლიდან აქ მუზეუმი ფუნქციონირებს და მუზეუმი ბრიტანეთის ტურისტულ ატრაქციონებს შორის პირველ ადგილს იკავებს.



წყარო: http://studinfo.edu.aris.ge/

 

 

 

big_banner
არქივი