logo_geo
დედოფალ ელისაბედის დღეგრძელობის 10 საიდუმლო
- +

15 იანვარი. 2017. 14:05


 

ბრიტანეთის დედოფალი ელისაბედ მეორე 91 წლისაა. 2016 წელს, დედოფალმა სამეფო კარზე 341 წვეულება გამართა. მშვენივრად გამოიყურება და აქტიურია. საინტერესოა, როგორ ის ახერხებს ამას? სტატიაში გთავაზობთ დედოფალ ელისაბედის დღეგრძელობის 10 საიდუმლოს.


გენები

 

დედოფლის დედამ 101 წელი იცოცხლა, ბებიამ და ბებიის დედამ კი 85 და 89. ოქსფორდის უნივერსიტეტის გენეტიკოსი სარა ჰარპერი მიიჩნევს, რომ დიდხანს იცოცხლებთ, თუ თქვენმა ბაბუამ 70, ხოლო ბებიამ 80 წლის იუბილეს გადააბიჯა.


მოწევაზე უარის თქმა


დედოფლის მამა და დედაც სიგარეტს ეწეოდნენ. თუმცა, თავად ელისაბედი ნიკოტინის წინააღმდეგი იყო. უფრო მეტიც, პრინც ფილიპს იმ შემთხვევაში დაპირდა ცოლად გაყოლას, თუ ის მოწევას თავს დაანებებდა. სხვათა შორის ფილიპი 94 წლისაა.


ღვინის სიყვარული


დედოფალი ელისაბედი დღეში 1-2 ჭიქა ღვინოს სვამს. უპირატესობას თეთრ მშრალ ღვინოს ანიჭებს, რაც დადებითად მოქმედებს გულ-სისხლძარღვთა მუშაობასა და კანის ფერზე.


დიეტა


დედოფლის ყოფილმა შემ-მზარეულმა დარენ მაკგრეიდმა განაცხადა, რომ დედოფალი ასკეტურად იკვებება. მისი საყვარელი კერძია გრილზე მომზადებული ქათამი ბოსტნეულის სალათთან ერთად. დედოფალი არ მიირთმევს ცომეულს, ტკბილეულს კი - იშვიათად .

 

ბედნიერი ქორწინება

 

დედოფალი და პრინცი ფილიპი 68 წლის წინ დაქორწინდნენ. ინტერვიუებში მუდამ ამბობს, რომ მეუღლე ყველა წამოწყებაში მხარს უჭერდა. ის აქტიურად ეხმარებოდა 4 შვილის მოვლა-გაზრდაში. ქორწინების განმავლობაში კი, ერთხელაც არ უჩხუბიათ.

 

ფიზიკური აქტიურობა


დედოფალი დღეში ორ საათი ფეხით სეირნობს. კვირაში ორჯერ ჯირითობს. სამუშაო დღის ნახევარი კი ფეხზე დგას, რათა კუნთები ტონუსში მოიყვანოს.


ჯანსაღი ძილი


დედოფალს 7 საათი სძინავს. მუდამ ერთ დროს 7:30 იღვიძებს. მისი აზრით, მკაცრი რეჟიმი ჯანმრთელობის გაუმჯობესებას უწყობს ხელს.

 

გონებრივი აქტიურობა


დედოფალი ყოველდღიურად კითხულობს, ეცნობა ახალ ლიტერატურას, პასუხობს წერილებს, დამოუკიდებლად გეგმავს ოფიციალური შეხვედრების თემატიკას, სცენარს და ა.შ.


ქველმოქმედება


კვლევამ დაამტკიცა, რომ ადამიანები, რომლებიც სხვებს უსასყიდლოდ ეხმარებიან, სიხარულს განიცდიან და ორგანიზმში სტრესის ჰორმონი უქვეითდებათ. დედოფალი მთელ მსოფლიოში 600 საქველმოქმედო ორგანიზიაციას პატრონობს.


ოპტიმიზმი


დედოფლის გარემოცვაში ამტკიცებენ, რომ იგი მუდამ კარგ განწყობაზეა და უსიამოვნების გამოც კი არ ვარდება დეპრესიაში.


 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი