logo_geo
მსოფლიოში ყველაზე ღრმა გამოქვაბული საქართველოში მდებარეობს
- +

15 იანვარი. 2017. 14:17



კრუბერის გამოქვაბული დედამიწაზე დღემდე აღმოჩენილ გამოქვაბულთაგან ყველაზე ღრმაა. მისი სიღრმე 2190 მეტრია. იგი აფხაზეთში, არაბიკის მასივში მდებარეობს. გამოქვაბულს სახელი რუსული და საბჭოთა კარსტოლოგიის ფუძემდებლის, ალექსანდრე კრუბერის პატივსაცემად ეწოდა.

 

 

პირველად გამოქვაბული ქართველმა სპელეოლოგებმა აღმოაჩინეს 1960 წელს და 95 მეტრამდე გამოიკვლიეს. მეორედ კრუბერი კრასნოიარსკის სპელეოლოგებმა 1968 წელს მოინახულეს და უკვე 210 მეტრზე გამოიკვლიეს.

 

 

შემდგომი ექსპედიციების დროს, სულ უფრო ღრმად ჩადიოდნენ მიწის ქვეშ და ახალ სიღრმეებს აღწევდნენ. 2007 წლისთვის რეკორდი უკრაინელმა სპელეოლოგმა დაამყარა, რომელმაც 2191 მეტრის სიღრმეზე შეძლო ჩასვლა. რაც შეეხება ქალბატონებს, პირველი რეკორდსმენი ქალი გახლდათ ლიტველი საულე პენკენე (2140 მეტრი).

 

 

 

 

 

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი