logo_geo
რკინის ლედი - ფაქტები მერილ სტრიპზე
- +

15 იანვარი. 2017. 16:59



„ოსკარის" სამგზის ლაურეატი,  მერი ლუის სტრიპი, უკეთ ცნობილი როგორც მერილ სტრიპი 1949 წლის 22 ივნისს დაიბადა. მერილ სტრიპი ცნობილია, როგორც ყველაზე დიდი მსახიობი ქალი. მისი ცხოვრება სავსეა გამოწვევებითა და გარდამტეხი მომენტებით. იგი ძალიან მიზანდასახული პიროვნებაა და არამხოლოდ სამსახიობო, არამედ მრავალი სხვა ნიჭითაა დაჯილდოვებული.


Description: C:UserslivenewsDesktoplarge (1).jpg


გთავაზობთ საინტერესო ფაქტებს ლეგენდარული მსახიობის შესახებ:


მერილის პირველი როლი პატარა, მაგრამ მნიშვნელოვანი იყო - 1976 წლის დრამაში „ჯულია".


ბავშვობაში მერილ სტრიპი ოპერის მომღერლობაზე ოცნებობდა და 12 წლიდან სიმღერის გაკვეთილებზეც დადიოდა, თუმცა, მოგვიანებით, იურისტის პროფესიის დაუფლება მოინდომა. მსოფლიო ვერ ნახავდა მის ათობით შესანიშნავ როლს, მაგრამ, საბედნიეროდ, მერილმა გამოცდა ვერ ჩააბარა და გადაწყვიტა, რომ ეს ნიშანი ზემოდან იყო.


მან ოსკარი, რომელიც მიიღო ფილმისთვის „კრამერი კრამერის წინააღმდეგ", კინაღამ დაკარგა. საპირფარეშოში დარჩა, თუმცა, საბედნიეროდ, მალევე გაახსენდა და იპოვა.


Description: C:UserslivenewsDesktopmeryl-streep-1980_022712120825.jpg


მერილი 19-ჯერ იყო ნომინირებული ოსკარზე.


მერილი გარკვეული პერიოდი სასტუმროში მიმტანად მუშაობდა.


ის დანიშნული იყო ჯონ კაზალეზე (ფრედო კორლეონე „ნათლიმამადან"), სანამ ეს უკანასკნელი 1978 წელს გარდაიცვლებოდა.


Description: C:UserslivenewsDesktop20102060_2_img_fix_700x700.jpg


მერილი ხშირად ერეოდათ მის მეგობარ და კოლეგა გლენ ქლოუზში. ერთხელ მაღაზიის მენეჯრებმა ძვირფასი საჩუქარიც კი გაუკეთეს და უთხრეს, რომ გიჟდებოდნენ მის როლზე „სახიფათო კავშირში", რომელშიც ქლოუზი თამაშობს. თვით გლენმაც თქვა ერთხელ, რომ ხშირად ეშლებათ მერილში და დასძინა: „სამწუხაროა, რომ „ოსკარის" ჟიურის არ ვეშლებით".


მერილი 1978 წელს მოქანდაკე დონ გამერზე დაქორწინდა და ისინი დღემდე ერთად ცხოვრობენ.


Description: C:UserslivenewsDesktopmeryl-and-don.jpg

 

 

 

Description: C:UserslivenewsDesktop15975244_1181186775336194_5900750995688446187_o.jpg

 

 

 

Description: C:UserslivenewsDesktopGlenn-Close-Meryl-Streep-2014-Oscars-1024x676.jpg

 

 

 

Description: C:UserslivenewsDesktoplarge.jpg

 

 

Description: C:UserslivenewsDesktoplarge (1).jpg

 

 


 

big_banner
არქივი