პოპის მეფე, მაიკლ ჯექსონი 1958 წლის 29 აგვისტოს დაიბადა, ყოველთვის გამოირჩეოდა სკანდალური ამბებითა და არაპროგნოზირებადი საქციელით. მის შესახებ, თითქოს, ყველამ ყველაფერი იცის. თუმცა, მაინც არსებობს რამდენიმე საინტერესო ფაქტი, ამიტომაც გთავაზობთ უცნობ ფაქტებს მაიკლ ჯექსონის შესახებ:
პოპის მეფე მოხვდა გინესის რეკორდების წიგნში, როგორც ყველა დროის ყველაზე წარმატებული არტისტი.
გავრცელებული ხმების მიუხედავად, ჯექსონს არასდროს გაუკეთებია კანის გათეთრების ოპერაცია. სინამდვილეში მას აწუხებდა ვიტილიგო - დაავადება, რომელიც კანის პიგმენტაციას არღვევს. სწორედ ამიტომ, ჯექსონს რამდენიმე პლასტიკური ოპერაციის გაკეთება მოუწია.
გარდა იმისა, რომ მაიკლ ჯექსონი სიცოცხლეში პოპ-მუსიკის მეფე იყო, მას აფრიკულმა სახელმწიფო გაბონმაც მიანიჭა სამეფო ტიტული. მეფედ ის ადგილობრივმა მცხოვრებლებმა მისი დამსახურებებისთვის დაასახელეს.
მაიკლ ჯექსონის რამდენიმე ქანდაკება მადამ ტიუსოს ცვილის ფიგურათა მუზეუმში დგას. ჯექსონზე მეტი ცვილის ორეული მხოლოდ მადონასა და ელვის პრესლის გააჩნიათ.
1984 წელს მაიკლმა რეკორდი მოხსნა - „გრემის" ერთ დაჯილდოებაზე 8 პრიზი აიღო.
Billie Jean პირველი მუსიკალური ვიდეო იყო შავკანიანი ვარსკვლავის მონაწილეობით, რომელიც MTV-ზე გავიდა.
1984 წელს Pepsi-ს რეკლამის გადაღების დროს, მოხდა უბედური შემთხვევა, რომლის დროსაც, პიროტექნიკის აფეთქების შედეგად, მაიკლ ჯექსონს თმაზე ცეცხლი მოედო. შედეგად, მას თავის კანი და სახის ნაწილი დაეწვა. დამწვრობა იმდენად სერიოზული იყო, რომ ის იძულებული გახდა პარიკები ეტარებინა.
1985 წელს ჯექსონმა სხვა ცნობილ მომღერლებთან ერთად ჩაწერა სიმღერა „We are the world", რომელიც მსოფლიოს ათზე მეტ ქვეყანაში ჰიტი გახდა და ამ სიმღერით შემოსული მთლიანი თანხა მაიკლმა აფრიკელ მშიერ ბავშვებს გადაურიცხა. მთლიანობაში, სიცოცხლის მანძილზე პოპ-მეფემ ქველმოქმედებისთვის 300 მილიონ დოლარამდე გასცა.
მისი ერთ-ერთი კლიპის („Bad") რეჟისორი მარტინ სკორსეზეა.
მაიკლ ჯექსონი ჯგუფ „ბითლზის" ფანი იყო. მან მოიპოვა უფლება ლეგენდარული ჯგუფის ყველა რეგისტრირებულ სიმღერაზე.
პატარაობაში თავის დას ობობებით აშინებდა ხოლმე და ჩუმად საწოლში უწყობდა.
პოპ-ვარსკვლავს ფიზიკური დაავადებების გარდა, რომელიც პროფესიონალური ტრამვების შედეგად ჰქონდა მიღებული, ასევე დისმორფობიით იტანჯებოდა. ეს არის ფსიქოლოგიური დარღვევა, რომლის დროსაც, ადამიანი სხეულის სრულყოფილებისკენ ისწრაფვის. მაიკლ ჯექსონის შემთხვევაში, ამ დაავადებამ, პლასტიკური ოპერაციების მთელი სერია გამოიწვია სახის მიდამოებში: გაიკეთა ცხვირის, ტუჩების, ნიკაპის, ყვირმალების ქირურგიული და პლასტიკური ოპერაციები. ის სახის ფორმებს გამუდმებით იცვლიდა ინპლანტანტების გამოყენებით.
მაკალეი კალკინმა მაიკლ ჯექსონის ორი უფროსი შვილი მონათლა.
მაიკლ ჯექსონის საყვარელი ანიმაციური გმირი იყო პინოქიო.
ძალიან ხშირად კითხულობდა ჰემინგუეის წიგნს „მოხუცი და ზღვა".
მაიკლის მთელი აღკაზმულობა, ალბომ „Bad"-ის დროიდან მოყოლებული, იქმნებოდა მაიკლ ბუშისა და დენის ტომპკინსის მიერ.
მაიკლს რამდენიმე ინსტრუმენტზე დაკვრა შეეძლო და ბოლო დროს ამას ალბომებშიც იყენებდა! მაგალითად, History-ში ის უკრავს კლავიშებიან ინსტრუმენტზე, სინთეზატორზე, დასარტყამზე და გიტარაზე.
მაიკლ ჯექსონის საყვარელი კომპოზიტორები პეტრე ჩაიკოვსკი და სერგეი პროკოფიევი იყვნენ.
მაიკლ ჯექსონი 2009 წლის 25 ივნისს გარდაიცვალა.