logo_geo
როგორ დავტენოთ ტელეფონი სწორად?
- +

15 იანვარი. 2017. 18:45


 

 


ტელეფონის მომხმარებლები ხშირად ჩივიან იმაზე, რომ სმარტფონების ბატარეა ძალიან მალე იცლება და დილით დატენილი მოწყობილობა საღამომდეც კი ვერ ძლებს. სინამდვილეში ეს მთლიანად ჩვენი ბრალია.


გავრცელებულია მითი იმის შესახებ, რომ სმარტფონი უნდა დაიტენოს 100%-ით და ყველანაირად უნდა მოვერიდოთ მის ხშირ და ნაწილ-ნაწილ დატენვას.


Battery University-ს საიტზე, რომელიც აკუმულატორების მწარმოებელი კომპანია Cadex-ის მიერ არის შექმნილი, დეტალურადაა აღწერილი სმარტფონებში გამოყენებული ლითიუმ-იონური აკუმულატორის ე.წ. სტრესი. ადამიანის მსგავსად, გამუდმებულ სტრესზე ელემენტიც რეაგირებს. სწორედ ამიტომ თუ გსურთ, რომ სმარტფონის აკუმულატორი დიდხანს გემსახუროთ, სწორად უნდა დატენოთ იგი.


სმარტფონი როდესაც მთლიანად არის დატენილი, ნუ დატოვებთ მას დენის წყაროში ჩართულს.


Cadex-ის მონაცემებით, უკვე დატენილი ტელეფონის ენერგიის წყაროში ჩართული დატოვება, როგორც ამას ღამე ხშირად ვაკეთებთ, აკუმულატორს აზიანებს. ტელეფონი როცა 100%-ით იმუხტება, იგი ელექტრობის მიღებას მცირე იმპულსებით იწყებს, რომლებიც ეხმარება მუხტის დონის მაქსიმუმზე დაჭერაში.


თქვენ თავად ხომ არ ისურვებდით მთელი ღამის განმავლობაში, ძილის გარეშე, შეუსვენებლად იმუშაოთ და კუნთები დაჭიმული გქონდეთ? - ამიტომ, როცა ტელეფონი მთლიანად დაიტენება, გამორთეთ დენის წყაროდან, რადგან ამ დროს ელემენტი სტრესულ სიტუაციაში იმყოფება, ეს კი აკუმულატორს აფუჭებს.


უმჯობესია ტელეფონი არ დაიტენოს 100%-ით. Cadex ამტკიცებს, რომ ელემენტისთვის არათუ არ არის საჭირო, არამედ სასურველიც არ არის ბოლომდე დატენვა. ეს იმიტომ, რომ ბოლო სტადიაზე აკუმულატორი იტენება მაღალი ძაბვით, რაც მისთვის საზიანოა.




 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი