logo_geo
კვლევა: ორსულობებს შორის შუალედი სულ მცირე 1 წელი უნდა იყოს
- +

30 ოქტომბერი. 2018. 12:28

 

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ცნობით, დედებმა სულ მცირე ერთი წელი უნდა მოიცადონ მშობიარობის შემდეგ, კიდევ ერთი ორსულობისთვის, რათა რისკი არ შეუქმნან საკუთარ თავს და ბავშვს. კვლევას BBC აქვეყნებს.

 

მკვლევრების თქმით, მათ სულ მცირე 18 თვე უნდა მოიცადონ ახალი ფეხმძიმობისთვის, რადგან მშობიარობებს შორის მოკლე დრო ძალიან ხშირად ნაადრევი მშობიარობით ან დედის სიკვდილით სრულდება.

 

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ ეს დასკვნა კანადაში ჩატარებული კვლევის შემდეგ დადო. კვლევამ აჩვენა, რომ 12-დან 18 თვემდე ვადა მეორე ორსულობისთვის იდეალურია.

 

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი