logo_geo
უცნობი ისტორია, რომელიც ნამდვილი ბომბია…
- +

15 იანვარი. 2017. 19:55


 


თუ შეხვალთ ენციკლოპედიის ვებგვერდზე და აირჩევთ „ესეს"-ის შტანდარტენფიურერის, რაინდის ჯვრის კავალერის ბარონ მანფრედ ფონ არდენეს (20.01 1907-26.05.1997) გვარს , გაკვირვებული წაიკითხავთ, რომ ის სტალინის 2 პრემიის ლაურეტია 1947 და 1953 წწ. რისთვის???!


უნიჭიერესი ფიზიკოსი, 600 პატენტის ავტორი, ტელევიზიის ერთ-ერთი პიონერი.


გდრ-ს ეროვნული პრემია 1958 და 1965 წწ. იქნებ ტელემაუწყებლობისთვის? ჩვენი წყაროები დუმილს ინარჩუნებენ- არ არსებობს ასეთი ადამიანი. არადა სწორედ მან , და არა კურჩატოვმა შექმნა სტალინისთვის ატომური ბომბი და ფაქტიურად აჩუქა რუსეთს "დიდი დერჟავას" როლი. ამას ერთი მიზეზი ქონდა- ანგლი-საქსებისგან გერმანიის გადარჩენა და რუსეთის და ამერიკის დაპირისპირების პროვოცირება.


ფონ არდენე ფიურერის საყვარელი ფიზიკოსი იყო. მას ბერლინთან საკუთარი ლაბორატორია ჰქონდა, რომელსაც გულუხვად აფინანსებდა გერმანული „ურან-პროექტის" ფარგლებში 1938-1845 წწ ფოსტის სამინისტრო.


მის ლაბორატორიას „ესეს"-ი იცავდა , ბეტონის სამაგრები, შერჩეულ-გაწვრთნილი ჯარისკაცები. სსრკ-ს უნდა დაეკარგა 3 დივიზია ობიექტის შტურმზე  და არანაირი შანსი, რომ მოეპოვებინა დოკუმენტაცია და  აღჭურვილობა დაუზიანებლად, მით უმეტეს, არ ჰქონდა არანაირი შანსი ამ ფიზიკოსების დაჭერის , რომლებსაც 1 წუთში შეეძლოთ გაქცევა და დასავლეთ ზონაში მიმალვა. და უცბად, აპრილის საოცრება- „ესეს"-ელებმა უხმოდ ჩააბარეს იარაღი. მთელი სამეცნიერო შემადგენლობა სურვილს გამოთქვამს  რუსეთთან თანამშრომლობის. მთელი აპარატურა და ურანის ცენტრიფუგა მთელი დოკუმენტაციით და რეაქტივებით კი თანამშრომლებს ჩაბარდათ.


და კიდევ „ენკავედე"-ს ორგანოებს გერმანიაში 15 ტონა გერმანული ურანი დახვდათ-აი ეს მესმის.


ელეგანტური ბატონი ბარონი მიემგზავრება მოსკოვში ფრაუ არდენესთან ერთად, თან მიაქვს ძვირფასი როიალი, ესესელის სადღესასწაულო ფორმა და ფიურერის პირადი მხატვრის მიერ შესრულებული დიდი ზომის ნახატი, სადაც ფიურერი მას რაინდის ჯვრის ორდენს( ქვეყნის უმაღლესი ჯილდო)  გადასცემს.


ის მარტო არ მიემგზავრება- 200-ზე მეტი გამოჩენილი ფიზიკოსი, რადიოინჟინერი, მერაკეტე მასთან ერთად მიემგზავრება. ესენი არიან: ნობელის პრემიის ლაურეატი, რაკეტა "ფაუ-3"-ს შემქმნელი გუსტავ გერცი, პროფესორი ვერნერ ცულიუსი, გიუნტერ ვინრტი, ნიკოლაუს რილი, კარლ ციმერი, დოქტორი რობერტ დოპელი, პიტერ ტისენი, პროფესორი ჰაინც პოზე-გერმანიის რამდენიმე ასეული საუკეთესო ტვინი მიემგზავრება მოსკოვში, სადაც თავის დროზე რუსეთის უნივერსიტეტების პროფესურა დახვრიტეს და ბანაკებში ამოალპეს, სადაც მხოლოდ დიდგვაროვანი წარმოშობის გამო იჭერდნენ  .


მათხოვარი და მშიერი რუსეთი, სადაც ბავშვები და ჰოსპიტალში მწოლიარე დაჭრილები  შიმშილობენ, სადაც არანაირი შანსი არ არსებობს, რომ თვითონ შექმნან ატომური ბომბი, რასაც მილიარდიანი ინვესტიცია, თანამედროვე აღჭურვილობა და გონებრივი პოტენციალი ჭირდება.


არდენესთან ერთად ეშელონებით მიდის ბერლინის კაიზერის ინსტიტუტის და თვითონ არდენეს ინსტიტუტის კუთვნილი საუკეთესო აღჭურვილობა.


ასევე მიაქვთ გერმანული ელექტროტრანსფორმატორები-ერთი მათგანი დღემდე რემონტის გარეშე შეუფერხებლად ქალაქ გოლიცინოში მუშაობს. მიდის დოკუმენტაცია და რეაქტივები, ფირები და ქაღალდი საბეჭდი მანქანებისთვის, ფოტორეგისტრატორებისთვის, ოპტიკა, მავთულიანი მაგნიტოფონები ტელემეტრიისთვის... ის, რასაც სტალინის რუსეთი საერთოდ არ აწარმოებდა. მუშურ-გლეხურ მოროდიორებს საუკეთესო დაზგები და ახალი ქარხნები არა მხოლოდ გერმანიიდან, ყველა ქვეყნებიდან გააქვთ. ვენასთან ახლოს , მთლიანად დაშალეს და გაიტანეს  რადიოქარხანა, ვოლფრამის ვაკუუმის ღუმელები. ყველაფერი ის, რაც ჩამორჩენილი რუსეთისთვის მიუწვდომელი იყო.


მოსკოვში ოკტიაბრსკოე პოლეზე დაჩქარებული წესით შენდება საკონცენტრაციო ბანაკი . საკმაოდ კომფორტული. ჰერ არდენეს ორსართულიანი „ასობნიაკი" აქვს, კიბეზე ფიურერის მიერ მისი დაჯილდოების პორტრეტი  უკიდია.


ჩემმა მშობლებმა 1948 წელს МИХМ დაამტავრეს და მთელი კურსიდან ბიჭები ამ ბანკში გაანაწილეს, რომელიც დაშიფრული იყო როგორც გლავმოსსტროის №9 სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტი. ცნობილი 9-ანი.


უხდიდნენ კარგად, მთავარი კი მშიერ ქვეყანაში კვება იყო. იმ დროს, საერთო ამნისტიის ნაცვლად მამაკაცებს, რომლებიც გერმანელებს ტყვედ ყავდათ, სახლში დაბრუნების შემდეგ ბანაკებში ამწყვდევდნენ, სოფლებში უკაცოდ დარჩენილი ქალები კვნესოდნენ და არ იცოდნენ, როგორ გამოეკვებათ ბავშვები.


ახლა იქ კურჩატოვის ინსტიტუტია, მაგრამ უფრო სწორი იქნება მას არდენეს სახელი მიენიჭოს.


გერმანელებმა ასევე ჩამოიტანეს სამრეწველო ატომის შემუშავებული სქემები. სწორედ ისინი არიან პიონერები ატომის დარგში. ბალტიის ზღვაში პირველი საცდელი ბომბი იქნა აფეთქებული. მეორე კი პომერანიაში. ცდის დროს დაახლოებით 700 საბჭოთა სამხედრო ტყვე დაიღუპა ("საცდელი კურდღლები") -სიმძლავრე დაახლოებით 5 კილოტონა.


თითოეულ გერმანელს 5-6 რუსი ინჟინერი მიამაგრეს-ძირითადად გერმანულის მცოდნე. ისინი ყაზარმებში ცხოვრობდნენ, ქალაქიდან გასვლა მხოლოდ საშვებით შეეძლოთ, მაგრამ აუცილებლად უნდა მიეთითებინათ ადგილი, სად მიდიოდნენ. არდენეს არავისი არ ეშინოდა, დღესასწაულებზე ბანაკის ტერიტორიაზე თავისუფლად სეირნობდა თავისი ფორმით და ორდენებით.


ჩემი მშობლები ხშირად იყვნენ დაპატიჯებული ვახშამზე , რადგან ინსტიტუტში ენას სწავლობდნენ და გერმანულად კარგად საუბრობდნენ, დედა ფრაუ არდენესთან ერთად ფორტეპიანოზე 4 ხელში უკრავდა.


ენკავედედან მიმაგრებული იყო იგორ კურჩატოვი, რომელიც ფიზიკოს ბორის კურჩატოვში არ უნდა აგერიოთ. თუ მემუარებში წერია, რომ მეცნიერებათა აკადემიაში ლადაუს, კაპიცას ( სსრკ-ს მომავალი აკადემიკოსები) თათბირი ტარდებოდა, და ესწრებოდა კურჩატოვი, მაშინ ეს ბოროსია, თუ ლავრენტი პავლოვიჩმა და იოსებ ბესარიონოვიჩმა მოისმინეს ანგარიში, მაშის ეს იგორია.


ასე იქცა ჩეკისტი დიდ ფიზიკოსად.


პარალელურად, ობიექტზე "Челябинск-40" მიიღეს პლუტონიუმი პირველი ატომური ბომბისთვის, მისი გამოცდის შემდეგ გერმანელმა დოქტორმა რილმა სოციალიტური შრომის გმირის წოდება მიიღო.


ახლა სრულიად გასაგებია იმ ყოყოჩობის მიზეზი, როგორც სტალინი მთელი 45 წლის განმავლობაში იქცეოდა. პოტსდამის კონფერენციაზე მან იცოდა, რომ გერმანული ბომბი და გერმანული ურანი უკვე მის ხელში იყო. მეტიც, ახლა გაირკვა, რომ იაპონელებს გერმანელებისგან წყალქვეშა ნავით,  მოოქროვილი ყუთებით ურანი გადაქონდათ. არსებობს მონაცემები მათ მიერ კორეის სანაპიროსთან ჩატარებული ექსპერიმენტული აფეთქების შესახებ. ბოლო ნავმა 45 წლის გაზაფხულზე ამოყვინთა და და ამერიკელებს ჩაბარდა. აი რატომ უპასუხა აშშ-მ ხიროსიმათი და ნაგასაკით და არა იმით, რომ სტალინი დაეშინებინა. ამ მანიაკის შეშინება უკვე ძალიან გვაინ იყო. არდენე უკვე მოსკოვისთვის მუშაობდა.


შემდგომში არდენე სოხუმში გადაისროლეს, სადაც ახალი სამეცნიერო ცენტრი გაიხსნა-ურანის იზოტოპების დასუფთავების  ცენტრიფუგა. ობიექტი ატარებდა შიფრს «А». ამიტომ, მოქალაქეებს არ ვურჩევ სოხუმში  ბანაობას დოზიმეტრის გარეშე. დედ-მამაც იქ გადავიდნენ და მე სკოლამდე მშობლიურ აფხაზეთში ვიცხოვრე. იყო რამდენიმე ავარია იზოტოპების გაჟონვით.


ბარონი ფ. არდენე სოხუმის ფიზიკა-ტექნიკური ინსტიტუტის სამეცნიერო ხელმძღვანელი იყო. ამ სამუშაოსთვის ბარონმა 1953 წელს სტალინის მეორე პრემია მიიღო. 1955 წელს კი მას უფლება მისცეს სამშობლოში დაბრუნებულიყო, ოღონდ გდრ-ში.


ომის ბოლოს 1945 წელს გერმანია ფლობდა რეაქტიულ ძრავებს და სერიულ რეაქტიულ თვითმფრინავებს, პირველ საზენიტო რაკეტებს, ქონდა ინფრაწითელი სატანკო, საავიაციო სამიზნეები , "ცისფერი ოპტიკა" ფრთოსანი და ბალესტიკური რაკეტები.


ყველაფერი ეს, და კიდევ მრავალი სხვა , დოკუმენტები და ცოცხალი მეცნიერების ტვინი-ყველაფერი სტალინს შეხვდა.


სტალინის იმპერიის დაპირისპირებით აშშ-სთან და ბრიტანეთის დაშლის პირას მყოფ იმპერიასთან , გერმანიამ მიიღო შანსი და მოკლე დროში ფეხზე წამოდგა.  მალე  მეორე , ან მესამე ეკონომიკურ იმპერიად გადაიქცა. შემდეგ ეს იაპონიამ გააკეთა, და ყურადღება მიაქციეთ, მას ამაში არც რაიკომი , არც ჩეკისტები და არც პარტიის მმართველი როლი არ დახმარებია. გამარჯვებულ რუსეთში ხალხი მოსკოვურ ძეხვზე და კარაქზე ოცნებობდა. კარგად მახსოვს, 1982 წელს მოსკოვიდან ელექტრიჩკით ჩანთებით მიქონდათ საჭმელი პერიფერიებში.


გერმანელებმა სწორი ნაბიჯი გადაგეს, და მე ბოლომდე დარწმუნებული არ ვარ, რომ ეს იყო ბარონ არდენეს პირადი ინიციატივა-გადაეტანა მოსკოვში ასეთი ლაბორატორია ზემოდან მითითების გარეშე-ნაკლებად რეალურია.


შედით ენციკლოპედიის საიტზე.


და ლოცვებში მოიხსენიეთ 40-იანი წლების პატარა საბჭოთა სულელი ადამიანები , რომლებიც თეთრ ხალათებში , შიშველი ხელებით იღებდნენ რადიოაქტიურ იზოტოპებს, რომლებიც ვედროებით ღვრიდნენ რადიოაქტიურ ნარჩენებს უახლოეს მდინარეში და მათგან ცოტამ თუ მიაღწია არა მხოლოდ პენსიას, არამედ 30-40 წელს. საიქიოს გაემგზავრა არაერთი ნიჭიერი, მიმნდობი, მაგრამ უბრალოდ სულელი მუშაკი, რომლებიც სხვებისთვის აპროექტებდნენ დოზიმეტრებს მაგრამ თვითონ მუშაობდნენ დოზიმეტრების გარეშე. მათ ქვრივებს და შვილებს ახსოვთ ისინი.


მეც მახსოვს მამაჩემი. ანატოლი ტიმოფეის ძე კოჩნევი. 1926 წ. დაბადებული, რომელმაც 20 წელი ატომურ მრეწველობაში იმუშავა და დასხივებით მიღებული დაავადებით, სიღატაკეში ნელი და მტანჯველი სიკვდილით გარდაიცვალა.

 

სამუდამო დიდება მათ.


და მადლობა ჰერ შტანდარტენფიურერს ატომური მრეწველობისთვის სსრკ-ში, რომელიც თითქოსდა სტალინმა შექმნა. უფრო სამართლიანი იქნებოდა ვთქვათ, რომ ის ჩვენ გერმანელებმა გვაჩუქეს.


 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი