logo_geo
რატომ უნდა დავლიოთ ცივი თაფლიანი წყალი - ის, რაც აქამდე შესაძლოა, არ იცოდით
- +

3 ნოემბერი. 2018. 00:59

 

 

თაფლი ორგანიზმისთვის უამრავ სასარგებლო ნივთიერებას შეიცავს. ცნობილია, რომ თაფლიანი წყალი ძალიან სასარგებლოა ჯანმრთელობისთვის.

ის აწესრიგებს საჭმლის მონელების პროცესს და აუმჯობესებს კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მუშაობას.

 

ერთი ჩაის კოვზი თაფლი გახსენით ერთ ჭიქა ონკანის წყალში. მიიღებთ 30%-იან თაფლის ხსნარს, რომელიც შემადგენლობით სისხლის პლაზმის იდენტურია. თაფლიან წყალს ორგანიზმი სწრაფად და მთლიანად ითვისებს.

 

თაფლიანი წყალი ამაღლებს იმუნიტეტს. შველის ქრონიკულ სურდოს, ბრონხიტს, ფილტვებიდან გამოდევნის გათხიერებულ ლორწოს.

ასუფთავებს ნაწლავებს, ახდენს მათ სანაციას. გაქვავებული ფეკალიები წელის არეში იყრის თავს, ამიტომ თაფლიანი წყლის სმის

საწიყის ეტაპზე შეიძლება წელის მოცულობა გაიზარდოს, მაგრამ ამან არ უნდა შეგაშინოთ. საქმე ის არის, რომ თაფლიანი წყლისგან გაქვავებული ფეკალიები იჟღინთება, თანდათან რბილდება და ორგანიზმიდან გამოიდევნება. მთელი ორგანიზმი სუფთავდება უჯრედების დონეზე. მაღლდება ორგანიზმის ბრძოლისუნარიანობა ბაქტერიებისა და ვირუსების წინააღმდეგ. უმჯობესდება მსხვილნაწლავის მუშაობა.

 

სამკურნალო-პროფილაქტიკური მიზნით თაფლიანი წყალი უნდა დალიოთ დილით უზმოზე, ერთბაშად, ერთი მოსმით, ეს ძალიან მნიშვნელოვანია. კუჭის სფინქტერი მაშინვე იხსნება და სითხე ნაწლავებში გადადის, საიდანაც სისხლში შეიწოვება.

 

თაფლიანი წყლით შეგიძლიათ სახეც გაიწმინდოთ. ის კვებავს კანს და უფრო ნაზსა და ხავერდოვანს ხდის. ეს ნატურალური კოსმეტიკაა: ერთდროულად ყველაზე ძველი და ყველაზე თანამედროვე.

 

შეგახსენებთ მარტივ მეთოდს, როგორ ამოიცნოთ ნატურალური თაფლი:

 

თაფლი წყალში გახსენით: ნატურალური პროდუქტი არ წარმოქმნის ნალექს და თუ 2-3 წვეთ იოდსაც დაამატებთ, თაფლიანი წყალი არ გალურჯდება.

 

მიიტანეთ თაფლთან ანთებული ასანთი. თუ თაფლი ნატურალური და ხარისხიანია, გადნება და მაშინვე არ აშიშინდება.

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი