logo_geo
„მე იმ ემიგრაციას ვეკუთვნი, რომელიც უკეთესი გერმანიისათვის იბრძვის“ - რატომ თქვა უარი გერმანიის მოქალაქეობაზე თომას მანმა
- +

5 ნოემბერი. 2018. 16:20

 

 

1930 წელს თომას მანმა გაგზავნა საჯარო წერილი ბერლინში სახელწოდებით „მოწოდება ჯანსაღი აზრისკენ“ („Em Appell an die Vernunft“), სადაც მან გააკრიტიკა ნაციზმი და მოუწოდა ნაციონალ-სოციალიზმის საშიშროების წინააღმდეგ ერთიანი ფრონტის შექმნისაკენ. ამ თემას მან კიდევ რამდენიმე ესე და ლექცია მიუძღვნა. 1930 წელს დაიწერა პოლიტიკური ალეგორია „მარიო და ჯადოქარი“ („Mario und der Zauberer“), სადაც ჰიპნოტიზიორი განასახიერებს ისეთ ბელადებს, როგორიცაა ადოლფ ჰიტლერი და ბენიტო მუსოლინი.

 

1933 წელს, როცა ჰიტლერი კანცლერი გახდა და ნაციონალ-სოციალისტებმა ხელში ჩაიგდეს ძალაუფლება, თომას მანი მეუღლესთან ერთად შვეიცარიაში ისვენებდა. ნაციონალ-სოციალისტები სთხოვდნენ დაბრუნებულიყო გერმანიაში. ხელისუფლებას მისი წიგნები არ ჰქონდა შეტანილი იმ ავტორთა ჩამონათვალში, რომელთა წიგნები 1933 წლის 10 მაისს უნდა დაეწვათ. ნაცისტები ჯერ კიდევ იმედოვნებდნენ, რომ ცნობილ მწერალს მისი მოკავშირეების რიგებში იხილავდნენ. ამასთან, თომას მანი საჯაროდ რეჟიმის წინააღმდეგ გამოსვლაზე თავს იკავებდა, თავისი წიგნების ბედის გამო, რომლებსაც ჯერ კიდევ ფართოდ გამოსცემდნენ გერმანიაში. მაგრამ, სადაც „ხალხს „სისხლიანი ხელებით თვალებს ახუჭინებდნენ“, ის არ დაბრუნდა და მეუღლესთან ერთად ციურიხის მახლობლად დასახლდა.

 

1936 წელს, პრაღის ანტინაცისტურ გაზეთში გამოაქვეყნა წერილი, სადაც განაცხადა, „მე იმ ემიგრაციას ვეკუთვნი, რომელიც უკეთესი გერმანიისათვის იბრძვის“.

 

თომას მანმა გადაწყვიტა, თავი აერიდებინა მოსალოდნელი პრობლემებისთვის და საჯაროდ უარი თქვა გერმანიის მოქალაქეობაზე. მასთან ერთად ჰიტლერულ გერმანიასთან კავშირი გაწყვიტა 36 ცნობილმა გერმანელმა მოაზროვნემ, მათ შორის ალბერტ აინშტაინმა. ამასთანავე, მათ უარი თქვეს ფიურერის მიმართ ერთგულების სავალდებულო ფიცის დადებაზე.

 

 

 

big_banner
არქივი