logo_geo
როგორ გავთხოვდეთ - 30 აბსურდული რჩევა 1958 წელს დაწერილი სტატიიდან
- +

8 ნოემბერი. 2018. 02:17

 

იფიქრებდით, რომ მაშინ, როდესაც აშშ-სა და საბჭოთა კავშირს შორის ცივი ომი მიმდინარეობდა, ამერიკელი ქალების ერთ-ერთი მთავარი გამოწვევა წარუმატებელი პირადი ურთიერთობები იყო?

 

1958 წელს ჟურნალ Mccall-ში გამოქვეყნდა სტატია "129 გზა გასათხოვებლად". ჩვენ კი ვიფიქრეთ, რომ ტინდერისა და ფეისბუქის ეპოქაში ამ რჩევების უმრავლესობა სახალისოდ მოგეჩვენებოდათ, ამიტომ, მათ შორის საუკეთესოებს მოვუყარეთ თავი.

 

"მხოლოდ აშშ-ში დღეს 16 მილიონი ქალია, რომელიც დაქორწინებული არაა და მათგან დიდი ნაწილი იმედოვნებს, რომ ოჯახს შექმნის" - ასე იწყება სტატია, რომლის ავტორმაც რჩევების შესადგენად 16 "ექსპერტი" მოიწვია.

 

აქ ყველაფერს ნახავთ, დაწყებული იქიდან, რომ მარტოხელა ქალმა ნადირობის ლიცენზია უნდა აიღოს, დასრულებული იმით, რომ შეგიძლიათ, პარიკები გააკეთოთ, რადგან რჩევის ავტორის აზრით, მელოტი კაცები ადვილი მოსანადირებლები არიან.

 

  1. იყიდე ძაღლი და ხშირად გაასეირნე;

 

  1. გაწევრიანდი რომელიმე მოგზაურთა კლუბში;

 

  1. ეცადე, რომ მანქანა საჭირო მომენტსა და გარემოში გაგიფუჭდეს;

 

  1. რომელიმე პარკში ჩამოჯექი და მტრედები გამოკვებე;

 

  1. ევროპის გარშემო ველოსიპედით იმოგზაურე;

 

  1. გახდი მედდა ან ბორტგამცილებელი - მათ ძალიან უმართლებთ და მარტივად თხოვდებიან;

 

  1. დაქალის ქმარს ჰკითხე, დასაოჯახებელი თანამშრომელი ხომ არ ჰყავს;

 

  1. უცნობი ადამიანების მიმართ თავაზიანობა გამოიჩინე, მათ შეიძლება შენი შესაფერისი ძმა ან ვაჟი ჰყავდეთ;

 

  1. საიდუმლოდ ნუ შეინახავ და მეგობრებსაც უთხარი, რომ გათხოვება გინდა;

 

  1. მომხიბლავ ქალებთან მეგობრობას ნუ მოერიდები, ისინი საინტერესო კაცებს მაგნიტივით იზიდავენ;

 

  1. დასაქმდი სათევზაო ან სპორტული ნივთების მაღაზიაში;

 

  1. ყოფილი კლასელების ან ჯგუფელების ყველა შეკრებაზე წადი, ვინ იცის, იქნებ რომელიმე დაქვრივდა;

 

  1. დაბრუნდი მშობლიურ ქალაქში/სოფელში, იქნებ რომელიმე მეზობელი, ვისთანაც ბავშვობაში თამაშობდი, გაიზარდა და ახლა სხვა თვალით გიყურებს;

 

  1. ხშირად შეიცვალე საცხოვრებელი ადგილი;

 

  1. მოგზაურობისას არჩევანი პატარა სასტუმროებზე გააკეთე, ასე მეტი შანსი გექნება, რომ უცნობებს გადააწყდე;

 

  1. ისწავლე გემრიელი ნამცხვრების ცხობა და ნახელავით ყველაზე სიმპათიურ თანამშრომლებს გაუმასპინძლდი;

 

  1. იმეგობრე მახინჯ კაცებთან, დიდი შანსია, რომ რომელიმე მათგანს შეუყვარდები;

 

  1. გაიგე ქალაქის რომელ ნაწილში ცხოვრობს ყველაზე მეტი კაცი;

 

  1. საზოგადოებრივ ტრანსპორტში ქალების გვერდით ჯდომას, ჯობია კაცებს მიუჯდე;

 

  1. არ დაიწყო მუშაობა კომპანიაში, რომელსაც ქალები მართავენ;

 

  1. ოფისში გაავრცელე ხმა, რომ ღილებისთვის ცალკე ყუთი გაქვს და მზად ხარ, კოლეგებს აწყვეტილი ღილები დაუკერო;

 

  1. მოქრთამე "ეშმაკის ბორბლის" ოპერატორი, რათა კაცთან ერთად კაბინაში გაგჭედოს;

 

  1. იარე ავტობუსით წინ და უკან აეროპორტამდე;

 

  1. უთხარი შერჩეულ პარტნიორს, რომ დაქორწინებული კაცები უფრო დიდხანს ცოცხლობენ;

 

  1. ისწავლე პოკერის თამაში;

 

  1. შეიტყვე, რატომ არ მოიყვანა ცოლად წინა შეყვარებულები და იგივე შეცდომები არ დაუშვა;

 

  1. თუ მეთევზე მოგწონს, ისწავლე თევზის გასუფთავება და დაჭრა;

 

  1. დაელაპარაკე მამამისს გადასახადებზე და აღნიშნე, რომ ეს გადასახადები ტვირთივით გვაწვება;

 

  1. გამოიყენე საფერფლე, ყავის ჭიქებში არ ჩააფერფლო;

 

  1. გაირუჯე;

 

  1. იყიდე კაბრიოლეტი. კაცებს უყვართ მასში ჯდომა.

 

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი