logo_geo
მარილის რა ოდენობის მიღებაა რეკომენდებული და რომელი სანელებლები ანაცვლებს მას
- +

11 ნოემბერი. 2018. 17:56

 

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი მარილის მოხმარების შესახებ ინფორმაციას ავრცელებს, რომელშიც ნათქვამია, რომ მარილის დღიური ნორმა 6 გრამს არ უნდა აღემატებოდეს.

 

კვლევის მიხედვით, ვინც დიდი რაოდენობით მარილს მოიხმარს, შეიძლება არ შეექმნათ ჯანმრთელობის პრობლემა, თუ ისინი დიდი რაოდენობით ხილს, ბოსტნეულს, რძის პროდუქტებს, კარტოფილსა და კალიუმით მდიდარ საკვებს მიირთმევენ.

 

ამასთან, სპეციალისტები განმარტავენ, რომ რადგანაც გემოვნებითი რეცეპტორების ფორმირება ხდება ბავშვობაში, საჭიროა, მარილის მოხმარება შეიზღუდოს ადრეული ასაკიდანვე.

 

მათივე მტკიცებით, თანამედროვე რეკომენდაციის მიხედვით დღიურ ნორმას შეადგენს 6 გრამი. ეს დაახლოებით 1 ჩაის კოვზია.

 

სპეციალისტების განმარტებით, მარილის ჭარბი შემცველობით ხასიათდება დაკონსერვებული და შებოლილი პროდუქტები.

 

„თუ გიჭირთ, საერთოდ უარი თქვათ ზოგიერთი მათგანის მიღებაზე, გახსოვდეთ, მათი მოხმარება აუცილებლად უნდა შეზღუდოთ", - განმარტავენ სპეციალისტები.

 

გარდა ამისა, მომხმარებელმა უნდა იცოდეს პროდუქტებში მარილის შემცველობის დონის განსაზღვრა. კერძოდ, დაბალი შემცველობაა: 0.3გრ მარილზე ნაკლები ან 0.1გრ Na 100 გრ პროდუქტზე; საშუალო შემცველობა: 0.3-1.5 გრ მარილი ან 0.2-0.4გრ Na 100 გრ პროდუქტზე; მაღალი შემცველობა: 1.5 გრ მარილზე მეტი ან 0.5გრ Na 100 გრ პროდუქტზე.

 

როგორც გავრცელებულ რეკომენდაციაშია ნათქვამი, ხშირად ეტიკეტი იძლევა ინფორმაციას როგორც Na-ის, ასევე მარილის შემცველობის შესახებ, მაგრამ თუ მხოლოდ Na-ის შემცველობაა მოცემული, იგი უნდა გაამრავლოთ 2.5-ზე და მიიღებთ მარილის რაოდენობას. ამასთან, საკვების გემოვნებითი ღირებულების ასამაღლებლად შესაძლოა გამოყენებული იყოს ნაციონალური სანელებლები, ლიმონის წვენი, ძმარი, ჯინჯერი, ხახვი, ნიორი და სხვ.

 

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი