logo_geo
ფსიქოპათები შავ ყავას სვამენ!
- +

12 ნოემბერი. 2018. 02:36

 

 

თუ თქვენ შავი ყავა გიყვართ, შესაძლოა ხართ ადამიანი, რომელიც ძლიერ არომატებს ანიჭებს უპირატესობას, ზრუნავს საკუთარ ჯანმრთელობაზე, ან უბრალოდ ასეთი ყავა გინდა დალიოთ.

 

ან, შესაძლოა თქვენ ფსიქოპათი ხართ.

 

 

ჟურნალ "აპეტიტში" გამოქვეყნებული ახალი კვლევის მიხედვით, შავი ყავის სიყვარულსა, სადიზმსა და ფსიქოპათიურ მიდრეკილებებს შორის, კავშირი არსებობს.

 

 

კვლევის ფარგლებში 1000-ზე მეტი მოზარდი გამოკითხეს, რომლებსაც საკვებისა და არომატის შესახებ კითხეს. შემდეგ მათ პიროვნების დამახასიათებელი ტესტი ჩაუტარეს, რომელიც აფასებს პიროვნების ანტისოციალურ თვისებებს, როგორიცაა სადიზმი და ფსიქოპათია.

 

 

კვლევა ინსბურკის უნივერსიტეტის პროფესორებმა ჩაატარეს. მათი განცხადებით, აღმოჩენაა, რომ ახალგაზრდები, რომლებიც მწარე და მძაფრ არომატსა და გემოს ირჩევენ, უფრო მეტად არიან ფსიქოპათიური ქცევისკენ მიდრეკილები. უახლოესი კავშირი კი მწარე გემოსა და სადიზმისკენ მიდრეკილებაში გამოიხატა.

 

 

განგაშის ზარებს მხოლოდ შავი ყავის გამო არ უნდა ჩამოვკრათ. კვლევამ ასევე, აჩვენა, რომ მონაწილეები, რომლებიც ამბობდნენ, რომ ნიახური, ბოლოკი და მატონიზირებელი წყალი უყვართ, ანტისოციალურ თვისებებს უფრო მეტად ამჟღავნებენ.

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი