logo_geo
რა ემართება სისხლძარღვებს ენერგეტიკული სასმელების მიღებიდან ნახევარ საათში
- +

16 ნოემბერი. 2018. 01:19

 

ენერგეტიკული სასმელები ერთ-ერთი ყველაზე მავნე სასმელების რიცხვს მიეკუთვნება. მაკგოვერნის სამედიცინო სკოლაში დაადგინეს რითია საშიში ენერგეტიკული სასმელები ახალგაზრდებისთვის და სრულიად ჯანმრთელი ადამიანებისთვის. მეცნიერებმა ენერგეტიკული სასმელები დატესტეს 20 წლის ასაკის 44 მოხალისეზე.

 

ენერგეტიკული სასმელის მიღებამდე და მიღებიდან ნახევარ საათში ხდებოდა მოხალისეების სისხლძარღვების მდგომარეობის შეფასება (სისხლძარღვების სანათურის დიამეტრის გაზომვა). ენერგეტიკული სასმელების მიღების შემდეგ სისხლძარღვის სანათური ორჯერ მცირდებოდა, რაც სისხლძარღვთა ფუნქციის მწვავე უკმარისობაზე მეტყველებდა. ამის მიზეზი კი კოფეინი, ტაურინი, შაქარი და სხვა დანამატებია, რომლებიც პრაქტიკულად ყველა ენერგეტიკული სასმელისთვის იდენტურია.

 

საბედნიეროდ, იმდენად რამდენადაც მოხალისეები ახალგაზრდები და ჯანმრთელები იყვნენ, ენერგეტიკული სასმელების მოხმარებით მიღებული უარყოფითი ეფექტი შექცევადი იყო.

წყარო : wyaro
big_banner
არქივი