logo_geo
22 ფილმი, რომლებიც ამტკიცებენ, რომ მასწავლებლები უმნიშვნელოვანესი ადამიანები არიან ჩვენს ცხოვრებაში
- +

20 ნოემბერი. 2018. 15:59

 

22 ფილმი, რომლებიც ამტკიცებენ, რომ მასწავლებლები უმნიშვნელოვანესი ადამიანები არიან ჩვენს ცხოვრებაში:

 

„მასწავლებელი“ (2016 წელი)

 

 

 

 

დაწყებითი სკოლის დირექტორი მშობელთა კრებას მოიწვევს, როდესაც გაიგებს, რომ ერთ-ერთი მასწავლებელი ბავშვების დახმარებით, მშობლების მანიპულრებას ცდილობს.

 

„ჰიჩკი“ (2018 წელი)

 

ნაინა მათხური ბავშვობიდანვე სკოლის მასწავლებლობაზე ოცნებობდა, მისი შთაგონების წყარო კეთილშობილი დირექტორი გახდა, რომელმაც ნაინას, თანდაყოლილი დაავადების მიუხედავად, განათლების მიღების საშუალება და კარგი მომავლის შექმნის იმედი მისცა. ნაინას უამრავ სკოლაში ეტყვიან უარს, მაგრამ ბოლოს მაინც მოახერხებს პედაგოგად მუშაობის დაწყებას. მასწავლებლობა იმაზე რთული აღმოჩნდება, ვიდრე ეგონა.

 

„მაკფარლანდი“ (2015 წელი)

 

ფილმი დაფუძნებულია რეალურ ისტორიაზე. 90-იან წლებში პატარა ქალაქ მაკფარლანდში, პროფესიონალმა მწვრთნელმა შექმნა მძლეოსანთა გუნდი  ადგილობრივი ხულიგნებისგან და სპორტული ოლიმპის მწვერვალზე აიყვანა…

 

„ნადირობა“ (2012 წელი)

 

ბაღის პედაგოგს ბრალი დასდეს პედოფილიასა და სექსუალურ ძალადობაში.

 

 

„ჩანაცვლება“ (2011 წელი)

 

ჰენრი ბართსი ერთ-ერთ მოსწავლეს უმეგობრდება და ცდილობს, სწორ გზაზე დააბრუნოს.

 

 

„მდუმარენი“ (2011 წელი)

 

ფილმი დაფუძნებულია რეალურ ფაქტებზე. მასში ასახულია, როგორ იბრძვიან მასწავლებლები  მოსწავლეების დარღვეული უფლებებისა და სამართლიანობისთვის.

 

 

„ბატონი ლაზარი“ (2011 წელი)

 

ბაჰირ ლაზარი უმცროსი კლასების მასწავლებლად იწყებს მუშაობას, ის ახლადგარდაცვლილ პედაგოგს ცვლის. კაცი  ცდილობს, მოსწავლეებს დაეხმაროს სულიერი ტრავმის დაძლევაში. აღსანიშნავია, რომ ბაჰირი ალჟირელი იმიგრანტია, რომელიც ნებისმიერ მომენტში  შეიძლება დაიჭირონ და თავის ქვეყანაში გააგზავნონ.

 

 

 

„ძვირფასი“ (2009 წელი)

 

ფილმის მოქმედება 1987 წელს ჰარლემში ვითარდება. 16 წლის კლერის ჯონსი, მეტსახელად „ძვირფასი“, აფროამერიკელი გოგონაა, რომელიც მეორედ დააფეხმძიმა საკუთარმა მამამ. მის სკოლაში ქაოსია, „ძვირფასი“ კი უკვე მეცხრე კლასშია, მართალია, მას კარგი ნიშნები აქვს, მაგრამ კითხვა არ შეუძლია, რასაც საგულდაგულოდ მალავს.

 

 

„ფიბი საოცრებათა ქვეყანაში“ (2008 წელი)

 

ფიბი უფროსებს აოცებს თავისი ურჩობითა და სიჯიუტით. ბავშვი მხოლოდ მასწავლებელთან მოახერხებს საერთო ენის გამონახვას.

 

 

„კლასი“ (2008 წელი)

 

მთავარი გმირი, იოზეპი გამუდმებით ითმენს თანატოლთა მხრიდან დამცირებას და დაცინვას. ერთ დღესაც მას გამოესარჩლებიან… სწორედ ამ მომენტიდან იცვლება იოზეპის ცხოვრება.

 

 

„როგორც ვარსკვლავი დედამიწაზე“ (2007 წელი)

 

ფილმში ასახულია მასწავლებლის ცხოვრება, რომელსაც სჯერა, რომ ყველა ბავშვი ნიჭიერია და, თუ მას ინდივიდუალურად მიუდგები, საკუთარ თავს აპოვნინებ.

 

„თავისუფლების მწერლები (“2007 წელი)

 

ახალგაზრდა მასწავლებელი მოსწავლეებს შთააგონებს, გამოიჩინონ ტოლერანტულობა, იმუშაონ საკუთარ თავზე და სკოლის შემდეგ სწავლა განაგრძონ…

 

 

 

„რონ კლარკის ისტორია“ (2006 წელი)

 

პედაგოგი-იდეალისტი პროვინციას ტოვებს, რათა ნიუ-იორკის ერთ-ერთ სკოლაში ასწავლოს. ამ სკოლას ცუდი რეპუტაცია აქვს, მეთიუ კი მთელ თავის ძალას და ინოვაციურ მეთოდებს იყენებს, რათა ახალი მოწაფეები შთააგონოს!

 

 

„არ დანებდე, ინდოეთო!“ (2007 წელი)

 

ეს არის ნამდვილი ამბავი მწვრთნელზე, რომელმაც ინდოეთის გოგონების გუნდი ჩემპიონად აქცია, მიუხედავად იმისა, რომ მათი წარმატებული მომავლის არავის სჯეროდა.

 

 

„ნახევრად ნელსონი“ (2006 წელი)

 

სკოლის მასწავლებელი ნარკოტიკების მომხმარებელია. ერთ-ერთი მოწაფე მის საიდუმლოს აღმოაჩენს, რის შემდეგაც ისინი დამეგობრდებიან.

 

 

„მწვრთნელი კარტერი“ (2005 წელი)

 

ნამდვილი ამბავი, რომელშიც რიჩმონდის კოლეჯის საკალათბურთო გუნდის მწვრთნელი, კენ კარტერი 1999 წელს მედიის ყურადღების ცენტრში ხვდება, რადგან მთელ გუნდს სათადარიგოთა სკამზე დასვამს დაბალი აკადემიური მოსწრების გამო.

 

 

„გუნდის მომღერლები“ (2004 წელი)

 

სიუჟეტი ვითარდება საფრანგეთში 1940 წელს.  სკოლის ახალი მასწავლებელი, რთულად აღსაზრდელი ბიჭების იმედი და ინსპირაცია ხდება.

 

 

„მონა ლიზას ღიმილი“ (2003 წელი)

 

ფერწერაზე სიგიჟემდე შეყვარებულმა ფემინისტმა შეყვარებული ლოს-ანჯელესში დატოვა და  ქალთა კერძო ხელოვნების კოლეჯში მასწავლებლად გაემგზავრა…

 

 

„როკის სკოლა“ (2003 წელი)

 

უამრავი ვალითა და დეპრესიით შეწუხებული ყოფილი მუსიკოსი კერძო სკოლაში იწყებს მასწავლებლად მუშაობას. მართალია, მის კარიერას ბოლო მოეღო, მაგრამ გონიერი ადამიანი ყოველთვის გამონახავს გამოსავალს რთული სიტუაციიდან.

 

 

„ჭკვიანი უილ ჰანტინგი“ (1997 წელი)

 

ფილმი მოგვითხრობს მათემატიკური ნიჭით დაჯილდოებულ ყმაწვილ უილ ჰანტინგზე, რომელიც საკუთარ თავს დაეძებს და მუდმივად გაურბის თავის მეგობრებს. ფსიქიატრ შონ მაგუაირთან შეხვედრის შემდეგ, იგი ბევრ კითხვაზე პოულობს პასუხს.

 

 

„მკვდარი პოეტების საზოგადოება“ (1989 წელი)

 

ფილმში მოთხრობილია ისტორია კოლეჯის მეგობრების შესახებ, რომლებიც ინგლისური ლიტერატურის ლექტორს დაუახლოვდებიან. პროფესორი ქითინგი ბიჭებს საიდუმლო საზოგადოების შესახებ უყვება, რომლის წევრებიც სოციუმში მიღებულ ნორმებს არღვევდნენ. ის ხელს უწყობს თავის მოსწავლეებს, იცხოვრონ თითოეული დღით და იპოვნონ თავიანთი გზა ცხოვრებაში…

 

 

 

„უკანასკნელი იმედი“ (2005 წელი)

 

მოქმედება მიმდინარეობს  მთის კურორტზე. დაბადებიდან უსინათლო და სმენადაქვეითებულ მიშელ მაკნელს აღმზრდელსა და მასწავლებელს აუყვანენ, რომ სრულფასოვან ადამიანად  ჩამოყალიბდეს.

 

 

 

 

 

 

 

big_banner
არქივი