logo_geo
მეცნიერებმა ფეხმძიმეებისთვის ყავის და ჩაისგან მოსალოდნელი საზიანო ფაქტორები ახსნეს
- +

25 ნოემბერი. 2018. 15:26

 

კოფეინი ფეხმძიმეებში ნაყოფის ზომებში დაპატარავებას იწვევს. ამის შესახებ ირლანდიელმა მეცნიერებმა დაასკვნეს. კვლევის შედეგები American Journal of Clinical Nutrition-ში გამოქვეყნდა.

 

სპეციალისტებმა 941 დედის და მათი შვილების შესახებ მასალები შეისწავლეს. გაირკვა, რომ თითქმის ნახევრის (48%) შემთხვევაში, ფეხმძიმობისას მათი კოფეინის წყარო ჩაი იყო, 38%-ისთვის კი - ყავა.

 

მეცნიერებისთვის ცხადი გახდა ასეთი სურათი: პირველ ტრიმესტრში, ზედმეტად მიღებული კოფეინის ყოველ 100 გრამზე, ნაყოფი 72 გრამით იკლებდა. იკლებდა ასევე სიგრძე და თავის გარშემოწერილობა. ასევე მცირდებოდა ნაყოფის მუცლად ყოფნის დროც.

 

იმ ახალშობილების წონა, რომელთა დედები ფეხმძიმობისას ყავას მიირთმევდნენ 170 გრამით ნაკლებია, ვიდრე მათი შვილების, ვინც ყავას და ჩაის მინიმალურად იღებდნენ.

 

სპეციალისტებმა ამ სასმელების მიღების ნორმა დაადგინეს - დღეში 200 მილიგრამი.

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი