logo_geo
როგორ დავეხმაროთ ბავშვს პროფესიის არჩევაში
- +

26 ნოემბერი. 2018. 01:32

 

 

როგორ შეიძლება მშობელი შვილს, ან უფროსი მოზარდს პროფესიის არჩევაში დაეხმაროს? სანამ მომავალი პროფესიის შესახებ ბავშვები და მოზარდები გადაწყვეტილებს მიიღებენ, ისინი აზრს ხშირად იცვლიან. მშობლებს კი მათთვის ამ პროცესი ხელის შეწყობა რამდენიმე გზით შეუძლიათ. edu.aris.ge მშობლებს ამის შესახებ ხუთ რჩევას აძლევს.

 

  1. დაეხმარეთ მოსწავლეს, რომ იპოვოს მისი ინტერესის სფერო. ხშირად უფროსებს ავიწყდებათ, რომ ჰობის პროფესიად ქცევა შესაძლებელია. დაეხმარეთ ბავშვებს, გაერკვნენ თავიანთ სურვილებში, სთხოვეთ, ჩამოწერონ ინტერესების სფეროები.

 

  1. შეახვედრეთ სხვადასხვა პროფესიის წარმატებულ წარმომადგენლებს. გამოცდილ ადამიანთან საუბარი, რომელიც თავისი ოცნების სამსახურში მუშაობს, მოსწავლეს მოტივაციას გაუზრდის და დაანახებს, რომ მთავარი სწორი მიზნისა და გზის არჩევაა.

 

  1. ვიზიტი „მომავალ სამსახურში“. როდესაც მოსწავლე საკუთარ სურვილებში გაერკვევა, წაიყვანეთ ის შესაბამის კომპანიაში, ორგანიზაციასა და თუ დაწესებულებაში, სადაც ამ სფეროს წარმომადგენლები მუშაობენ.

 

  1. მოლოდინები და გეგმები. თუ მოსწავლეს აინტერესებს ინჟინერია, მაგრამ მათემატიკაში არც ისე ძლიერია, ეს სულაც არ ნიშნავს, რომ ოცნება უნდა შეცვალოს. მას ჯერ კიდევ აქვს დრო მათემატიკის საფუძვლების გაცნობისთვის.

 

  1. დასაქმების ფორუმები. დასაქმების ფორუმებზე დასწრება სამუშაოს მაძიებლების გარდა, მოსწავლეებსაც შეუძლიათ და ეს მათთვის პროფესიის გააზრებულად არჩევის კიდევ ერთი მეთოდია.

 

 

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი