logo_geo
ვეშაპები განსაკუთრებულ სტრესს მეორე მსოფლიო ომის დროს გრძნობდნენ
- +

30 ნოემბერი. 2018. 13:31

 

 

მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე მთავარი სამეცნიერო ჟურნალი „Nature“ ბეილორის უნივერსიტეტის მეცნიერების  საშა უსენკოს და სტივენ ტრამპბლის კვლევაზე სტატიას აქვეყნებს. მეცნიერებმა აღმოაჩინეს, რომ ვეშაპების ყურის გოგირდი მსოფლიო ისტორიის შესახებ მეხსიერებას ინახავს და რომ ცხოველები სხვადასხვა სტრესებზე რეაგირებენ: ორსულობიდან დაწყებული, საზღვაო ბრძოლებით დამთავრებული.

 

„ვეშაპს, ისევე როგორც სხვა ძუძუმწოვრებს, გამოეყოფა ყურის გოგირდი. ეს მათი დამცველი მექანიზმია, გამოაგდოს არასაჭირო ნივთიერებები ორგანიზმიდან. ვეშაპის გოგირდი 25 სანტიმეტრს აღწევს და ხეს ემსგავსება“, - ჰყვება მეცნიერი უსენკო.

 

 

 

საქმე ისაა, რომ გოგირდი სხეულიდან სხვადასხვა ჰორმონებთან ერთად გამოიყოფა. მაგალითად, მასში შეიძლება იყოს ჰორმონი კორტიზოლი, რომელიც სტრესის დონეზე მოწმობს.

 

რაც უფრო აქტიურია ვეშაპებზე ნადირობა, მით უფრო ხმაურიანია წყლები და მეტია სტრესის რაოდენობაც. მეცნიერებმა აღმოაჩინეს, რომ ვეშაპების მასობრივმა დახოცვამ პიკს 1960-იან წლებში მიაღწია. როდესაც 1970-იანებში ვეშაპებზე ნადირობა აკრძალეს, კორტიზოლის რაოდენობამ 6,4%-ით ვარდნა დაიწყო.

 

მეორე მსოფლიო ომის დროს, ვეშაპებს ნაკლებად კლავდნენ, თუმცა კორტიზოლის რაოდენობა მათი ყურის გოგირდში 10%-ით გაიზარდა.

 

„ბევრი ფლოტი მუშაობდა, ბევრი ბომბი. ძალიან ხმაური იყო. ვეშაპები ათას კილომეტრზე გრძნობდნენ საბრძოლო მოქმედებებს“, - აცხადებს მეცნიერი.

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი