logo_geo
როგორ ავირიდოთ გაციება - 10 რჩევა
- +

4 დეკემბერი. 2018. 03:25

 

 

გარემოს ტემპერატურის ვარდნა და საზოგადოდ, აციება, ხშირად ხდება გაციებისა და დაავადებათა გამწვავების მიზეზი. როგორ უნდა აირიდოთ გაციება და ავადმყოფობა წელიწადის ცივ პერიოდში:

 

1)         თვალყური ადევნეთ ამინდის პროგნოზს და შეიმოსეთ ტემპერატურის შესაბამისად;

2)         ხშირად და სწორად დაიბანეთ ხელები, განსაკუთრებით თავშეყრის ადგილებიდან, სამსახურიდან, მაღაზიიდან, საზოგადოებრივი ტრანსპორტიდან შინ დაბრუნებისას;

3)         ისეირნეთ სუფთა ჰაერზე;

4)         რეგულარულად გაანიავეთ ოთახები, სულ მცირე 15 წუთით მაინც;

5)         რეგულარულად დაასუფთავეთ სველი წესით როგორც ბინა, ასევე სამუშო ოთახი სამსახურში;

6)         დღეში რამდენჯერმე გამოირეცხეთ ცხვირის ღრუ ფიზიოლოგიური ხსნარით;

7)         ერიდეთ ხალხმრავალ ადგილებს და დაავადებულ ადამიანებთან კონტაქტს;

8)         იკვებეთ ჯანსაღად,

მიირთვით რაც შეიძლება მეტი ხილი და ბოსტნეული;

9)         საკვები რაციონი გაამდიდრეთ თაფლით, ხახვით, ნივრით, ციტრუსებით, ბულგარული წიწაკითა და სტაფილოთი;

10)       სვით სათანადო რაოდენობის წყალი!

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი