logo_geo
ზეთისხილის კანში კიბოს უჯრედების გამანადგურებელი სპეციფიკური მჟავას შემცველობა 80 %-ს შეადგენს
- +

5 დეკემბერი. 2018. 03:28

 

ესპანელი მკვლევარების მონაცემებით (გამოქვეყნებულია ჟურნალში Journal of Molecular Biologi) ზეთისხილის კანში უხვადაა ნივთიერებები, რომლებიც სიმსივნური პათოლოგიისგან გვიცავს. დასახელებულ პროდუქტს მეცნიერები შეუფასებელს უწოდებენ, რადგან ზეთისხილის კანში ონკოუჯრედების გამანადგურებელი სპეციფიკური მჟავას შემცველობა 80 % შეადგენს.

 

ზეთისხილი მდიდარია აგრეთვე E ვიტამინით, რომელიც უმნიშვნელოვანესია სხვადასხვა ორგანოთა ნორმალური ფუნქციობისათვის. E ვიტამინი E მძლავრი ანტიოქსიდანტია, იცავს ორგანიზმს ტოქსინების მავნე ზემოქმედებისაგან, ასტიმულირებს იმუნიტეტს, გვიცავს ვირუსული და ბაქტერიული ინფექციებისაგან, აუმჯობესებს ქსოვილთა რეგენერაციას.

 

ზეთისხილის რეგულარულად ჩართვა საკვებ რაციონში იცავს ადამიანს სარძევე ჯირკვლისა და მსხვილი ნაწლავის სიმსივნისგან. სიმსივნის საწინააღმდეგო ნივთიერებების გარდა

ზეთისხილი შეიცავს კალიუმის, ფოსფორისა და რკინის მარილებს. ამ პროდუქტის მოყვარულებს ნაკლებად ემუქრებათ გულისა და სისხლძარღვების პათოლოგიები.

 

 

 

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი