logo_geo
როდესაც ნიკიტა ხრუშჩოვმა ამ ფაქტის შესახებ გაიგო...
- +

5 დეკემბერი. 2018. 14:45

 

ამერიკის საელჩოში მიღების დროს, აშშ-ის ელჩმა სიამაყით დაიტრაბახა, რომ შტატ ალაბამაში მათ ჰყავთ ჯადოქარი, რომელიც მკვდრებს აცოცხლებს.

 

მიღებაზე მყოფმა სსრკ საგარეო საქმეთა მინისტრმა ვიაჩესლავ მოლოტოვმა აუღელვებლად უპასუხა, რომ სსრკ-ში არის შესანიშნავი სპორტსმენი, რომელიც სირბილით თვითმფრინავსაც კი უსწრებს.

 

როდესაც ნიკიტა ხრუშჩოვმა ამ ფაქტის შესახებ გაიგო, თავის კაბინეტში დაიბარა მოლოტოვი.

 

- ენას რატომ ატლიკინებთ, მიხაილოვიჩ? რომ მოგვთხოვონ ამ სპორტსმენის წარდგენა?

 

- ჩვენ მათ მოვთხოვთ, ჯერ თავისი ჯადოქარი წარმოგვიდგინონ.

 

- და თუ წარმოგვიდგინეს?

 

- მაშინ ჩვენ შემოწმებას მოვითხოვთ, მაგალითისთვის სტალინის გაცოცხლებას.

 

- ჩავთვალოთ, გააცოცხლა, მერე?

 

- მერე ის, რომ, ამხანაგო ნიკიტა, შენ თვითმფრინავს კი არა, რაკეტას გაასწრებ!

 

 

big_banner
არქივი