logo_geo
კლეოპატრა VII - 5 სიმართლე ეგვიპტელი დედოფლის შესახებ!
- +

7 დეკემბერი. 2018. 02:45

 

 

კლეოპატრა VII ფილოპატორი - ეგვიპტის უკანასკნელი დედოფალი პტოლომეების მაკედონური დინასტიიდან. ცნობილი იყო რომაელი დიდი მხედართმთავრის, მარკუს ანტონიუსისადმი სიყვარულით. სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა, რათა რომის პირველი იმპერატორის, ოქტავიანე ავგუსტუსის ტყვედ არ ქმნილიყო.

 

კლეოპატრა ანტიკური სამყაროს ერთ-ერთი ყველაზე სახელგანთქმული პერსონაჟია როგორც ფერწერაში, ისე ლიტერატურასა და კინემატოგრაფში.

 

5 სიმართლე კლეოპატრა VII „დიდის“ შესახებ!

 

კლეოპატრა არ იყო ეგვიპტელი

 

ადამიანების უმეტესობამ იცის, რომ კლეოპატრა ნამდვილი ეგვიპტელია, თუმცა მიუხედავად იმისა, რომ დაიბადა და გაიზარდა ეგვიპტეში, მამამისი მაკედონიელი იყო. კლეოპატრას მამა, პტოლომეოსი ალექსანდრე მაკედონელის ერთ-ერთი მოწინავე გენერალი იყო, ქრისტეს შობამდე 323 წელს, როდესაც ალექსანდრე მაკენოდელი გარდაიცვალა, ანტიკური ეგვიპტე პტოლომეოსმა ჩაიგდო ხელში. ამის შემდეგ, 300 წლის განმავლობაში პტოლომეოსის ბერძნულ-მაკედონიური დინასტია მართავდა ეგვიპტეს. კლეოპატრა გახდა დინასტიის პირველი წარმომადგენელი, რომელმაც შეისწავლა ეგვიპტური ენა და აითვისა იმ ქვეყნის წეს-ჩვეულებები, რომელსაც მართავდა... ამ საქციელით, მან ეგვიპტელების სიყვარული მარტივად მოიპოვა.

 

იულიუს კეისრის სიკვდილის დროს კლეოპატრა რომში იმყოფებოდა

 

ქრისტეს შობამდე 46 წელს, კლეოპატრა შეურთდა ცეზარს. ის ყოველთვის თამამად აღიარებდა იულიუსის საყვარლობას, მათ ჰყავდათ ვაჟიც. ცეზარის სიკვდილის შემდეგ, კლეოპატრა რომიდან გაიქცა, წყაროების ინფორმაციით, რამოდენიმე თვის განმავლობაში კლეოპატრას მოსაკლავად დასდევდნენ, თუმცა მკვლელი რომ არ იყო, ესეც კარგად იცნოდნენ. იმ პერიოდში, როდესაც კლეოპატრა რომში იმყოფებოდა, რომაელი ქალები მისით აღფრთოვანებულები დარჩნენ, დედოფლის მოკაზმულობა და სტილი, რომაელმა ქალებმა მალევე აითვისეს.

 

საზღვაო ომში ფლოტს ხელმძღვანელობდა

დედოფალი დაქორწინდა მარკუს ანტონიუსზე. თუმცა მათი ურთიერთობა სკანდალებმა მოიცვა. ანტონიუსის მტერმა, ოქტავიუსმა მის წინააღმდეგ პროპაგანდა წამოიწყო, მას სურდა, რომ მარკუსი მოღალატედ გამოეცხადებინა. ამ ყველაფრიდან გამომდინარე, რომის სენატმა კლეოპატრას ომი გამოუცხადა. ომში კლეოპატრა საზღვაო ფლოტს ხელმძღვანელობდა, მის და ანტონიუსის სამხედრო ფლოტს მალევე ეგვიპტური ძალებიც შეემატა, თუმცა ოქტავიუსის წინააღმდეგ ბრძოლაში წარმატებისთვის ეს საკმარისი არ აღმოჩნდა, ომმა შიდა არეულობა გამოიწვია, რის შედეგადაც, კლეოპატრამ და ანტონიუსმა მოახერხეს რომიდან გაქცევა.

 

ექსპერტების აზრით, შეუძლებელია კლეოპატრა გველის ნაკბენით რომ მომკვდარიყო!

 

ანტონიუსმა მუცელში ხანჯალი გაიყარა და სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა. თუმცა კლეოზე იგივეს ვერ ვიტყვით. როგორც ცნობილია, კლეოპატრა შხამიანი გველის ნაკბენით მოკვდა, რაც თვითონ ისურვა. თუმცა ექსპერტების აზრით, კობრას სახეობის გველი არც პატარა კალათაში ჩაეტეოდა და მის შხამს არც ის შეეძლო, რომ კლეოპატრასთან ერთად კიდევ ორი მსახური მოეკლა. უძველესი ისტორიკოსის, პლუტარქეს აზრით, 39 წლის კლეოპატრამ გამოიყენა მომაკვდინებელი მალამო და ამით გამოასალმა საკუთარი თავი სიცოცხლეს.

 

კლეოპატრას შესახებ გადაღებული ფილმი ყველაზე ძვირად ღირებული ფილმია მსოფლიოში!

 

1963 წელს გადაღებული ფილმი - "კლეოპატრაზე" ყველაზე ძვირად ღირებული ფილმი იყო დედამიწაზე. "ნილოსის დედოფალი" ეკრანზე კლოდეტ კოლბერტმა და სოფი ლორენმა წარმოაჩინეს. მაგრამ მათზე უფრო პოპულარული აღმოჩნდა ელიზაბეტ ტეილორის შესრულებით "კლეოპატრა" (1963 წელს). მიუხედავად წარმატებისა, ფილმი ძალიან ხარჯიანი გამოდგა, მხოლოდ ელიზაბეტ ტეილორის კოსტიუმებში 200 000 დოლარი დაიხარჯა, რაც იმ პერიოდისთვის ასტრონომიულ თანხა იყო მსახიობის კოსტიუმისთვის.

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი