logo_geo
კოკო შანელის კოლექციების წარმდგენი ქართველი დედა-შვილი
- +

19 იანვარი. 2017. 03:03



საქართველოს ეროვნულ მუზეუმში შენახული ერთ-ერთი ფერწერული ტილო საველი სორინს ეკუთვნის. მელიტა ჩოლოყაშვილის პორტრეტმა საქართველოდან პარიზში იმოგზაურა, უფრო კონკრეტულად კი, ნახატი ავტორს პარიზში წაუღია, მაგრამ სორინის სიკვდილის შემდეგ, მისმა ქვრივმა ის საქართველოს ეროვნულ გალერეას საჩუქრად გადასცა. 1974 წლის შემდეგ ნამუშევარი თბილისშია და მუდმივმოქმედი ექსპოზიციის სახით არის წარმოდგენილი.



თხელ ქალბატონს, გამჭვირვალე კანით, მაღალი კისრით, კეხიანი ცხვირით, ნატიფი თითებითა და უკან გადავარცხნილი შავი თმით, სახეზე ძლივს შესამჩნევი ღიმილი დასთამაშებს. ამაყი მზერა აქვს, შეიძლება ითქვას, ეპოქალური, ღრმა, თავადური...


მელიტა ჩოლოყაშვილის ქალიშვილი გარეგნულად დედას არ ჰგავდა. მას უფრო მეტად, ევროპული გარეგნობა ჰქონდა, თუმცა, ორივე პარიზში, ცნობილ დიზაინერთან მუშაობდა.




მელიტა საგარეჯოში დაიბადა. სანამ მისი ოჯახი კახეთიდან თბილისში გადასახლდებოდა, ჯაფარიძე-ჩოლოყაშვილის წყვილის ოჯახში ხშირად იმართებოდა ე.წ. სალონური შეხვედრები. ეს ოჯახური ტრადიცია დედაქალაქშიც გაგრძელდა და ყოველ ასეთ შეხვედრაზე, იმ პერიოდის ცნობილი მხატვრები პორტრეტებს ხატავდნენ, პოეტები ახალ ლიტერატურულ ნიმუშებს კითხულობდნენ და მუსიკოსები სხვადასხვა ჟანრის მუსიკალურ ნაწარმოებებს ასრულებდნენ.

 

მელიტა ილია ჭავჭავაძის ნათლული გახლდათ. არაერთ პოეტს აქვს მასზე ლექსი დაწერილი, მათ შორის - ტიციანსაც.

 


მელიტა მთაწმინდაზე ცხოვრობდა. ის იურისტის, კონსტანტინ ზელენსკის ცოლი იყო და სწორედ მასთან შეეძინა ქალიშვილი, მაგრამ მათი კავშირი ხანგრძლივი არ ყოფილა. მელიტა ლილიასთან ერთად, ჯერ კონსტანტინეპოლში გაემგზავრა, შემდეგ პარიზში, თან ქონების მცირე ნაწილი წაიღო. ალბათ, სწორედ ამით გაჰქონდა თავი, სანამ მუშაობას დაიწყებდა. თბილისში დარჩენილი კაცი ფიქრობდა, რომ თავისზე 20 წლით უმცროსი მეუღლე შვილთან ერთად, პარიზიდან საქართველოში დაბრუნდებოდა, მაგრამ ასე არ მოხდა. უცნობია, როგორ და რა ვითარებაში დაიწყო ქართველი ქალისა და მოდის ინდუსტრიაში XX საუკუნის მნიშვნელოვანი ფიგურის თანამშრომლობა, მაგრამ მელიტა კოკო შანელის მოდელთაგან უკვე ერთ-ერთი იყო, როცა მეორედ გათხოვდა და ცოლად პოეტ სერგეი რაფალოვიჩს გაჰყვა. დაოჯახების შემდეგ, მან პოდიუმი დატოვა და შეძლება ითქვას, სწორედ ამ დროს ჩაანაცვლა შვილმა დედა.


ემიგრაციის შემდეგ, მელიტა სამშობლოში ორჯერ ჩამოვიდა, ხოლო ლილია ერთხელ, თბილისში ნათესავებს ესტუმრა. მელიტას ქალიშვილის სამოდელო კარიერა საფრანგეთში განვითარდა. კოკო შანელის გარდა, ის არაერთ ცნობილ სამოდელო სახლთან თანამშრომლობდა. იქვე დაოჯახდა. ახლა ლილიას შთამომავლები პარიზში ცხოვრობენ.


2001 წელი, ლილია ზელენსკაია შვილებთან და შვილიშვილთან ერთად, დედის მელიტა ჩოლოყაშვილის პორტრეტის ფონზე, საქართველოში სტუმრობისას.

 

 

 

 

 

 


 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი